ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა.

ქარცივაძე ამ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს ჩაანაცვლებს.

უწყებამ დღეს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ, ვაკანტურ პოზიციაზე, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბავშვი ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მარტვილში მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამეგრელოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტები, რაც ძალიან საშიშია ევროპისთვის, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის

რუსებმა დღეს კიდევ ერთხელ გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები, რაც ძალიან საშიშია როგორც ევროპისთვის, ასევე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, უკრაინაში ომის პარალელურად განვითარდება საომარი ტექნოლოგიები, რაც ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.„ეს ომი ჩვენს ტერიტორიაზე რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო განვითარდება საომარი ტექნოლოგიები და მით უფრო დიდი იქნება საფრთხე ყველასთვის. ეს საკითხი ახლავე უნდა გადაწყდეს და არა მაშინ, როდესაც ათასობით მოდერნიზებული „შაჰედის“ ტიპის დრონი და ბალისტიკური რაკეტა დაემუქრება სეულსა და ტოკიოს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

25 წელია უკუღმა დადის — ინდოელი კაცის უნიკალური პროტესტი ომის წინააღმდეგ

კაცი, რომელიც 25 წელია უკუღმა დადის - ასე იცნობს მსოფლიო ინდოელ მანი მანიტანს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მანიტანი ამ გზით ომსა და ძალადობას აპროტესტებს. ეს გადაწყვეტილება მამაკაცმა 1989 წელს  ინდოეთში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ მიიღო.როგორც თავად ამბობს, უჩვეულო რუტინა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს საერთოდ არ უშლის.მანის თქმით, ისე მიეჩვია ასე ყოფნას, რომ ჩვეულებრივ, პირდაპირ სიარულიც კი დაავიწყდა.„ჩემი ცხოვრება სირთულეებით, მსხვერპლითა და მიღწევებითაა სავსე. უნდა გავაგრძელო პროტესტი მანამდე, სანამ მსოფლიოში მშვიდობა არ დამყარდება",- ამბობს მანი მანიტანი

მარკო რუბიო – აშშ გმობს რამდენიმე ქვეყნის მიერ ორი ისრაელელი მინისტრისთვის სანქციების დაწესებას, შევახსენებთ პარტნიორებს, არ დაივიწყოთ, ვინ არის ნამდვილი მტერი

აშშ გმობს დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მთავრობების მიერ ისრაელის კაბინეტის ორი მოქმედი წევრის მიმართ დაწესებულ სანქციებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისი თქმით, ეს სანქციები ხელს არ უწყობს აშშ-ის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის სახლში დაბრუნებისა და ომის დასრულების მცდელობებს.„ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ჩაიდინა ენით აღუწერელი სისასტიკეები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი და ხელს უშლის ღაზის მოსახლეობას მშვიდობიანად ცხოვრებაში. ჩვენ შევახსენებთ პარტნიორებს, არ დაივიწყონ, ვინ არის ნამდვილი მტერი. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს სანქციების გაუქმებისკენ და, მხარდამხარ ისრაელის გვერდით დგომისკენ“, – დაწერა მარკო რუბიომ.

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:ამა წლის 9 ივნისს გარდაიცვალა მცხეთის (არმაზის დასახლებაში მდებარე) წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წევრი, სქემარქიმანდრიტი იოანე (ჯიშკარიანი).სქემარქიმანდრიტი იოანე დაიკრძალება ოთხშაბათს, 11 ივნისს, 15:00 საათზე თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ათონელ მამათა სახელობის მონასტრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ სქემარქიმანდრიტ იოანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ახლობლებსა და სამწყსოს.უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემარქიმანდრიტი იოანე.

ბოლო სიახლეები