პარასკევი, ივლისი 10, 2026

შოთა გულბანი – არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი

 

ახლახანს გადავიკითხე მსოფლიოს სამი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის შეფასებები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით და უნდა ითქვას, რომ საქართველომ ცალკეულ კონგრესმენებს კიარ უნდა უსმინოს, რომლებიც სუბიექტურები არიან და თან არაკომპეტენტურები ჩვენს შიდა საკითხებთან მიმართებით, არამედ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ისეთი ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD).

12 თებერვალს დაასრულა სავალუტო ფონდმა მორიგი მისია საქართველოში და მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2019-მა წელმა მოლოდინებს გადააჭარბა და რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას და მოქნილობას ინარჩუნებს. თავად მისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ვერა მარტინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მათ პროგნოზირებულ 4,6%-ს გადააჭარბა და 5,2% შეადგინა. გარდა ამისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, მშპ-ს 4.4% დააფიქსირა. იმპორტი მცირედით გაიზარდა, ხოლო ექსპორტმა 12%-იანი ზრდა დააფიქსირა. მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, ხოლო ინფლაციამ შემცირება დაიწყო.

არანაკლებ მნიშნელოვანი საკითხი რასაც მსოფლიო ბანკი ეხმიანება მის მიერ ახალი მეთოდოლოგიით განხორციელებული კვლევით არის სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში. კერძოდ მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად უკიდურესი სიღარიბის დონე საქართველოში 2012 წლის 8,62%-დან 2017 წელს 5,02%-მდე ჩამოვიდა. ხოლო საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2012 წლის 30%-დან 2018 წელს 20%-მდე დაიწია.

ახლახანს გამოოქვეყნდა EBRD-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორის კატარინა ჰანსენის წერილი „ფორბსის“ ქართულ ჟურნალში, სადაც ის „იბიარდისა“ და საქართველოს სტრატეგიულ პარტინიორობაზე საუბრობს, რომ „იბიარდი“ მუდამ საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩებოდა ხოლო საქართველომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საგრძნობი პროგრესი განიცადა, როგორც კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით, ისე სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმირების მიმართულებით.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ არა ცალკეული მიკერძოვებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი.

https://www.imf.org/en/News/Articles/2020/02/12/pr2047-georgia-imf-staff-concludes-visit-to-georgia

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

4 წლის ბავშვის გადასარჩენად, წყალში შესული ორი მამაკაცი დაიხრჩო (უცხოეთი)

SHOT-ის ცნობით, ირკუტსკის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს ოთხი წლის ბიჭი, რომელიც ჯომარდობის დროს დაიკარგა.ცხედარი შელეხოვსკის რაიონში, სანაპიროსთან ახლოს იპოვეს. ძებნა ერთი კვირა გაგრძელდა.ტრაგედია 49 მონაწილისგან შემდგარი მასობრივი ჯომარდობის დროს მოხდა. შესვენების დროს ორი ბავშვი - ოთხი წლის ბიჭი და რვა წლის გოგონა - წყალში ჩავარდა.სწრაფმა დინებამ ორივე გაიტაცა. ორი ზრდასრული მამაკაცი მათ დასახმარებლად გაიქცა.გოგონა წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ მეორე ბავშვის გადარჩენა უკვე გვიან იყო. ერთ-ერთი მათგანის ცხედარი, ვინც მათ დასახმარებლად გაიქცა, მოგვიანებით იპოვეს. მეორე მამაკაცის ცხედარი კი დღეს იპოვეს.არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი ერთი წლის ასაკიდან ყოველ ზაფხულს მშობლებთან ერთად მდინარე ირკუტზე ჯომარდობდა. ის ძლიერი მოცურავე იყო და წყლის არ ეშინოდა. ამჯერად მამამისს ოჯახთან ერთად ყოფნა არ შეეძლო, ამიტომ არასრულწლოვანი დედასთან ერთად მარტო იმყოფებოდა მოგზაურობაში. - ამის შესახებ SHOT იტყობინება.Telegram არხის ცნობით, ნიკოლაი ბაიროვი და ალექსეი კოროტკოვი ცდილობდნენ ბიჭის გადარჩენას, როდესაც ის ჯომარდობის დროს დინებამ წაიღო. ორივე მაშველი გარდაიცვალა.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მასმედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და წესებს განმარტავს.„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული - სვეტიცხოვლობა (12 მოციქულის ხსენების დღე), რომელიც აღინიშნება 13 ივლისს. ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ასევე, მათთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“. ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნომერზე: +995 595 80 90 05; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ივლისი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტუ-ის რექტორი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი პოეტის - ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას და მრავალრიცხოვან მკითხველს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ქართულმა ლიტერატურამ დაკარგა ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული შემოქმედი, რომელმაც თავისი ორიგინალური ხედვითა და განსაკუთრებული ხელწერით ქართულ პოეზიაში ახალი სიტყვა, ახალი სტილი დაამკვიდრა.ამქვეყნად „შემოირბინა წუთით“, უყვარდა ქართულად, სძულდა ქართულად, სწამდა ქართულად, წერდა ქართულად და ასე აქცია ეს ერთი წუთი საუკუნედ. დაგვიტოვა გასაოცრად გულწრფელი და გამორჩეული პოეზია, რომელმაც სიტყვას ახალი ჟღერადობა, ახალი რიტმი და განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მისი ლექსები მარად იცოცხლებს, რადგან ნამდვილი პოეტი არასოდეს გვტოვებს - მისი სიცოცხლე ლექსის რითმებში გრძელდება.წავიდა და თან წაიღო უმძიმესი ტკივილი - სახელად ირაკლი ჭანტურია. სწორედ ამ განუზომელი ტრაგედიის შემდეგ დაწერა ლექსად ქცეული ანდერძი, რომელშიც თითქოს თავისი ხვედრიც წინასწარ ამოთქვა: „უპანთეონოდ გავალ იოლად / ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი / რა სჯობს როდესაც მარადიულად / გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი“.ვუსამძიმრებთ ტარიელ ჭანტურიას ოჯახს, მეგობრებს, ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას, მის მრავალრიცხოვან მკითხველს - ვიზიარებთ მათ დიდ ტკივილს.მარადიული სასუფეველი საყვარელ პოეტს და მის ძვირფას შვილს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.

ევროპარლამენტმა პირადი ჩატების კონტროლის უფლებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის კონფიდენციალურობის წესებიდან დროებითი გამონაკლისის გახანგრძლივებას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს ნებაყოფლობით აძლევს უფლებას, შეამოწმონ უკვე ცნობილი ბავშვთა სექსუალური ძალადობის მასალა (CSAM).ეს ზომა, რომელსაც საჯარო დისკუსიებში ხშირად „ჩატების კონტროლის“ უფრო ფართო ინიციატივის ნაწილად მოიხსენიებენ, ძალაში იქნება 2028 წლის 3 აპრილამდე.აღნიშნული რეგულაცია შეტყობინებების სერვისებსა და პლატფორმებს უფლებას აძლევს, მაგრამ არ ავალდებულებს, შეამოწმონ კომუნიკაციები უკვე იდენტიფიცირებული ბავშვთა სექსუალური ძალადობის მასალის (ძირითადად ფოტოებისა და ვიდეოების) გამოსავლენად. ყოფილი ევროპარლამენტარის, პატრიკ ბროიერის თქმით, ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს კვლავ ეძლევათ უფლება, სასამართლოს ორდერისა და წინასწარი ეჭვის გარეშე შეამოწმონ პირადი შეტყობინებები.ეს ეხება ისეთ პლატფორმებზე გაგზავნილ პირად შეტყობინებებს, როგორიცაა Instagram, Discord, Snapchat და Xbox, ასევე Google-ის Gmail-ითა და Apple-ის iCloud-ით გაგზავნილ ელფოსტას. Brussels Signal-ის ინფორმაციით, ბრიუსელის მიერ წამოყენებული უფრო საკამათო მუდმივი ჩატის კონტროლის წინადადება (ბავშვთა სექსუალური ძალადობის სრული რეგულაცია), რომელსაც შეუძლია უფრო ფართო ვალდებულებების დაწესება და მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია დაშიფვრასა და მასობრივ თვალთვალთან დაკავშირებით, კვლავ ცალკე მოლაპარაკებების პროცესშია და (ჯერ) არ არის მიღებული. ამ საკითხთან მიმართებით, ევროპარლამენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მიზნობრივი, პროპორციული ზომების საჭიროებას. კრიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ციფრული უფლებების დამცველი ჯგუფები, ამტკიცებენ, რომ ეს ნაბიჯი ძირს უთხრის დემოკრატიულ კონტროლს და შეშფოთებას იწვევს კონფიდენციალურობისა და დაშიფრული კომუნიკაციების საკითხთან დაკავშირებით. ჩატების კონტროლის ერთ-ერთმა აქტიურმა მოწინააღმდეგემ, ევროპარლამენტარმა ფიდიას პანაიოტუმ X-ზე დაწერა: "ჩატის კონტროლი იწყება მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრების უმეტესობამ ხმა მისცა ჩატის კონტროლის უარყოფას, ჩვენ ვერ შევძელით საჭირო აბსოლუტური უმრავლესობის (361 წევრი) მიღწევა. ეს სამწუხარო დღეა ევროპელებისთვის."  

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 000-ზე მეტი ადამიანი 75 წლის ან უფროსი ასაკის იყო.27-28 ივნისის სიცხის ტალღის დროს, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნში 120 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გერმანიის „მწვანეთა“ პარტია კი, კანცლერ ფრიდრიხ მერცს არასათანადო ზომების მიღებაში ადანაშაულებს.„როიტერის“ ინფორმაციით, დასავლეთ ევროპაში ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა.

ბოლო სიახლეები