შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

Read Time:29 Second

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2021 წლის 2
ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გააფორმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში მოხდება ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა. გარდა ამისა, მემორანდუმი ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება. მემორანდუმის მიზანი არის კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშების მიხედვით, პატიმრების რაოდენობით ევროპაში ვიყავით პირველ ადგილზე, მსოფლიოში მეორე თუ მესამე ადგილზე, ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ