შვიდი წლის ლუკა ბესელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ლუკა ბესელიძეს პირველადი დიაგნოზით აუტიზმი აქვს, ახლა კი დაუდასტურდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე – მედულობლასტომა ნათხემზე, რომელსაც თან ახლდა ჰიდროცეფალია. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ორი კვირის წინ ლუკა ბესელიძეს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
რამდენიმე დღეში ლუკას თურქეთში სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სხივური და ქიმიოთერაპიის კურსი. ასევე საჭიროა დამატებითი პოსტოპერაციული კვლევები, რათა გამოირიცხოს მეტასტაზების არსებობა.
მკურნალობის ხანგრძლივობა, წინასწარი შეფასებით, სულ მცირე, ექვსი თვე იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში ლუკას ოჯახს სტამბოლში მოუწევს ყოფნა. პარალელურად, ბავშვს დასჭირდება ნეიროფსიქიატრის მუდმივი მეთვალყურეობა.
მკურნალობისთვის საჭირო თანხა 89 500 აშშ დოლარს შეადგენს. ოჯახი საზოგადოებას დახმარების სთხოვს. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე:
„საქართველოს ბანკი“: GE80BG0000000686894200
„თიბისი“ ბანკი: GE27TB7146745063600027
Paypal: paypal.me/LRusia
მიმღები: ოთარ ბესელიძე

