შაბათი, აპრილი 25, 2026

შეძენილი უძრავი ქონება შესაძლოა, სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი, რა უფლებებით სარგებლობენ, რა პრობლემებს აწყდებიან და როგორ უნდა დაიცვან თავი რისკებისგან? – ვებგვერდი myadvokat.ge- ი განმარტავს, უძრავი ქონების შეძენისას გასათვალისწინებელ წესებს.

იმისთვის, რომ ნივთის შემძენი ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ კრიტერიუმებს, რაც ნივთის შეძენის ფაქტისადმი შემძენის კეთილსინდისიერებაში გამოიხატება. საკითხს საქართველოს კანონმდებლობაში „სამოქალაქო კოდექსში“ და მასში არსებული ცნება – „კეთილსინდისიერი შემძენი“ არეგულირებს.

სამოქალაქო სამართალში მოქმედი ზოგადი წესის მიხედვით, შემძენი შეიძლება გახდეს ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

კეთილსინდისიერად ჩაითვლება შემძენი, რომელმაც მესაკუთრისგან შეიძინა ნივთი და შესაბამისი პროცედურების დაცვის შემდეგ გახდა ნივთის ახალი მესაკუთრე; აგრეთვე შემძენი, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის ახალი მესაკუთრე, თუ ეს ნივთი ძველმა მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო.

ამ შემთხვევაში პრობლემაა, როცა პროცესში ერთვება მესამე პირი, რომელსაც გარკვეული მოთხოვნები აქვს ძველი მესაკუთრის მიმართ, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მიმართავს სასამართლოს და სადავოდ ხდის ახალი მესაკუთრის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ შემთვევაში, გამოდის, რომ  შემძენი (ახალი მესაკუთრე) იძულებულია, შეასრულოს სხვის მიერ ნაკისრი ვალდებულება, რათა არ დაკარგოს შეძენილი ქონება. მოცემულ შემთვევაში, კეთილსინდისიერ შემძენი, თუ ის აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით დადგნილ მოთხოვნებს, ხდება ახალი მესაკუთრე, რომლიც დაუცველი რჩება კანონის წინაშე და საფრთხის ქვეშ დგება მისი, როგორც სრულუფლებიან მესაკუთრედ ყოფნისა და თანხის უკან დაბრუნების საკითხი, რომელიც უძრავი ნივთის სანაცვლოდ გადაიხადა.

იურიდიული კომპანია ურჩევს კეთილსინდისიერ შემძენს, დროულად მიმართონ იურისტებს, მიიღონ სწორი იურიდიული კონსულტაცია და სასამართლოს გზით დაიცვან მათი დარღვეული უფლებები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა – ამასთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვა მიმდინარეობს

სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვას აღავლენს.სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

„სწორად გაცემულ სიკეთეს, სასწაული შეუძლია…“ – მამა ნაუმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია ვრცელდება.„სწორად გაცემულ სიკეთეს, მხოლოდ სასწაული შეუძლია; მამა ნაუმი ძალიან მკაცრ ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, ავადმყოფობას კი გადაწყვიტა მარტო მის ბერმონაზვნებთან ერთად მოერეოდა, მაგრამ ვერა, დაავადება დამძიმდა, მაგრამ ამ დროს ხომ მხოლოდ უფალი არის გადამწყვეტი და ამ შემთხვევაშიც; და აი საოცრებავ! მამაოს ლოცვები და სიყვარული, რაც გასცა და გამოიყენა ადამიანების დასახმარებლად, უფალმა თქვენ სიკეთით და სიყვარულით უკან დაუბრუნა.ორი წელი ვერ მივაღწიე მამაომდე, გასაგები მიზეზების გამო, ( თვალით ვერ ვნახე, ინფორმაცია მქონდა ცუდად არის ) კერძოდ ის ბერია და ბერულად მკურნალობდა, სანამ არ გართულდა დაავადება. გადაწყვეტილება უფალმა მიიღო, ის დატოვა ჩვენთან, რათა ენახა მამაოს, მისი ღვაწლი და შრომა როგორ დაფასდა კეთილი ადამიანების მხრიდან! ამით მინდა გითხრათ რომ მლოცველ ადამიანებს წმინდანებს, ბერებს, მონაზვნებს ჩვენი სიყვარული სჭირდება და მაშინ ყველა ძლიერი ვართ! ასე ვიტყოდი სიყვარული სიყვარულის წილ და ცხოვრება მშვენიერია, დედამიწაზეც სამოთხეა თუ სიყვარული არის! მამაოს ახლა სიცოცხლე ეტყობა სახეზე და ისევ მკურნალობით კარგ შედეგებს მიაღწევს მისი ჯანმრთელობა, ეტლში შეგხვდებათ, მოგეფერებათ, იტირებს, გეჩხუბებათ კიდეც, როგორც ყოველთვის! ჯანმრთელობას ვუსურვებ მამაოს და ყველა თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მამაოსთვის, ისე თქვენთვის. უფალმა გაგაძლიეროთ!“, - წერს ირმა ნატროშვილი სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს.ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს ირანთან და ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.„დაგპირდით, რომ ახლო აღმოსავლეთის სახეს შევცვლიდით და ზუსტად ამას ვაკეთებთ. შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ის ირანზე ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სრული თანამშრომლობით ვმოქმედებთ. იგივე ეხება ლიბანსაც. დავიწყეთ ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევის პროცესი და ჩვენთვის ნათელია, რომ „ჰეზბოლა“ ცდილობს ამის საბოტაჟს. ვინარჩუნებთ მოქმედების სრულ თავისუფლებას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის ახალი საფრთხეების. გუშინაც და დღესაც დარტყმა განვახორციელეთ. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვადგინოთ უსაფრთხოება ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შესახებ 23 აპრილს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ლიბანსა და ისრაელს შორის ელჩების დონეზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

ირანის დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, აბას არაღჩი პაკისტანის მაღალჩინოსნებმა მიიღეს

ირანის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა.პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისლამაბადში იმყოფება.როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, ჩასვლისთანავე ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარმა, შუამავალმა, ფელდმარშალმა, ასიმ მუნირმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს.ვიზიტის დროს აბას არაღჩი პაკისტანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, ასევე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევის განსახილველად.ორმა სამთავრობო წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ არაღჩი პაკისტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე წავიდა პირდაპირ სასტუმროში, სადაც აშშ-თან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

დონალდ ტრამპი – ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ

ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, – აღნიშნა ტრამპმა „როიტერთან“ საუბარში.კითხვაზე, ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული დეტალები არ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ აშშ „ამჟამად ირანის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან მუშაობს“.

ბოლო სიახლეები