ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026

შემზარავი ფაქტები სანდრა რულოვსის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ

სკრინინგ პროგრამა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ქალ პატიმრებზე, სანდრას “სიკვდილის” სკრინინგ ავტომანქანები ქალთა კოლონიას ხშირად სტუმრობდნენ.

რომელიმე პატიმრისთვის მკურნალობის კურსის ჩატარების შესახებ არ მსმენია.

სამაგიეროდ ერთნაირი დიაგნოზით – კიბო. კიბოს საწყისი ეტაპით პატიმარი ქალბატონების უმრავლესობას სასწრაფო წესით მიაქანებდნენ საოპერაციოდ და აჭრიდნენ საშვილოსნოს დანამატებთან ერთად.

როცა აღნიშნულმა პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო პატიმარმა ქალებმა დიაგნოზების შედარების შემდგომ აღმოაჩინეს, რომ ყველას ერთი უბედურება ჭირდა. რასაკვირველია გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩატარებული ოპერაციებით სერიოზული თანხა მიედინებოდა ვიღაცის ყულაბაში, თუმცა მაინცდამაინც საშვილოსნოებით და საკვერცხეებით რომელ გველეშაპს კვებავდა სანდრა, დღემდე გაურკვეველია…

პატიმარი ქალები სანამ აღნიშნულ საკითხზე ფიქრობდნენ გველეშაპმა ყაურმა მოინდომა და ფილტვის ოპერაციების სერიაც დაიწყო… (აღნიშნულ საკითხსაც შევეხები)
ჯანდაცვაში დიდძალი საგრანტო დაფინანსებები შემოდიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან, “გლობალ ფონდიდან”, “იუესაიდიდან” და ა. შ. ამ დაფინანსებებზე მაშინ ვერავის მიუწვდებოდა ხელი სანდრა რულოვსისჩაურევლად. რაც უნდა გენიალური აზრი ან ინიციატივა ჰქონოდა ადამიანს, ჯანდაცვაში, გამორიცხული იყო გრანტი მიეღო, თუ იგი სანდრას ინტერესებშიც არ შედიოდა. მის გარშემო მყოფი არასამთავრობოები სისტემატურად ღებულობდნენ გრანტებს, არადა ფაქტი ის იყო, რომ ჯანდაცვაში საქმე უკან მიდიოდა და არა წინ.

სხვათა შორის, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, სანდრას ფავორიტს, სანდრო კვიტაშვილს და რამდენიმე პიროვნებასაც ჰქონდათ არასამთავრობო, რომელიც გრანტით ფინანსდებოდა. ეს არასამთავრობო გრანტებს უწყვეტად ღებულობდა, მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებდა, ან საერთოდ აკეთებდა თუ არა რამეს, ესეც არავინ იცოდა. ერთადერთი მაღალჩინოსანი ვინც ნაციონალების დროს, ამ სამინისტროდან ციხეში წავიდა, კოკა ფრუიძეიყო და მისი დაპატიმრების ერთ-ერთ რეალურ ვერსიად, სწორედ სანდრასთან მის უთანხმოებას ასახელებდნენ. სანდრას ინტერესები საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესებშიც იდო და მათი ინტერესებიც ამ დროს გადაკვეთილა.

მართალია ფრუიძე სრულიად სხვა ფაქტის გამო დააპატიმრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩაუსაფრდნენ და.. “100 საავადმყოფოს” პროექტთან დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამბობენ, დღემდე არ დაწყებულა. ამის გარკვევას თუ ოდესმე ვინმე დაიწყებს, იქ აუცილებლად ამოვარდება “ქველმოქმედი” ექსლედის ინტერესები, მაგრამ სააკაშვილი ისეთ გონორზეა და ეს ხელისუფლებაც იმდენს აბედინებს, არა მგონია ეს რომ მოხდეს.

“ტუბერკულოზის პროგრამაც” ხომ სანდრას სახელს უკავშირდებოდა. იგი საერთაშორისო ორგანიზაციაში ტუბერკულოზის პროგრამის წარმომადგენელი გახლდათ. საქართველოში ტუბერკულოზის მართვა რომ არ ხდებოდა ეგეც თვალნათელი იყო, რადგან ციხეებშიც და გარეთაც ტუბერკულოზი მძვინვარებდა და მისი პროფილაქტიკა და აღრიცხვა არ ხდებოდა.

ტუბერკულოზის ცენტრის გარემონტება დაავადებასთან ბრძოლის ერთი პატარა სეგმენტი იყო და მთავარი დანარჩენი გახლდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ ტუბერკულოზს ვერ, ან არ მართავდნენ, რადგან ის ატიპური ფორმები განვითარდა. ეს კი გამოიწვია არასწორმა მკურნალობამ და თანმხლებმა დაავადებებმა, რომელიც პროგრამის არასწორი მართვის შედეგი იყო. საქმე იმაში გახლდაღთ, რომ ატიპური ფორმების გამოვლენის დროს ტუბერკულოზის მკურნალობა უფასო აღარ იყო და დიახაც რომ აქ იყო “ძაღლის თავიც დამარხული”, ანუ ყველაფრისგან ფული კეთდებოდა ხალხის გაუბედურების ხარჯზე და ამას ყველა კადრულობდა, მათ შორის, პირველი ლედიც. თუ ამ საქმეების გამოძიება და სიმართლის გარკვევა შეუძლებელია, ხელისუფლებამ ის მაინც გააკეთოს, რომ ასეთ ადამიანებს კიდევ არ აყრევინოს ხალხისთვის თვალში ნაცარი. ბოლოს და ბოლოს ამ თემებზე ლაპარაკით მაინც.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა, 2009 წელთან შედარებით, 50%-ით იყო გაზრდილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ 2010 წელს 142 შეადგინა, როდესაც ეს მაჩვენებელი 2009 წელს 100-ზე ქვემოთ იყო.

ახალხო დამცველი პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ტუბერკულიოზს ასახელებდა, ასევე გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის ძალიან ბევრი გარდაცვლილ პატიმარს ტუბერკულიოზის გარდა ც ჰეპატიტი აღენიშნებოდა; ეს გაკვეთის შედეგებმა დაადასტურა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ტუბერკულიოზთან დაკავშირებული პრობლემა გაღრმავდა არათუ მოგვარდა. (სწორედ აღნიშნულ პერიოდში შემოაქვს სანდრას დოც და დოც+პროგრამა), ასევე 2010 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა “სიკვდილის ექსპორტს” – როდესაც ფაქტიურად გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაჰყავდათ.

ძალიან ბევრი პატიმარი, რომელიც გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან შეიძლება გზაში არ გარდაიცვალა, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღე იცოცხლა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. ეს მონაცემები დეტალურადაა ანგარიშში. იმავე ანგარიშში არაერთი სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლის გვარი და სახელია მითითებული, რომლებიც შემჩნეული იყვნენ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში.ფილმში “ჰეროკრატია” მეორე ნაწილი, ციხის ექიმის და ნაწამები პატიმრის შეხვედრით მთავრდება ექიმი ნაწამებ პაციენტს დაზიანებებს თვალნათლივ ხედავს, მაგრამ ფორმა 100-ში არ უფიქსირებს, სამაგიეროდ ეუბნება, რომ “ტუბი” სინამდვილეში არა აქვს, მაგრამ სპეცზონაში უშვებს იმ იმედით, რომ იქ “აიკიდებს” .

სანდრას “ბიზნესს” ნაცხროვა “ნედლეულით” დიდი მონდომებთ ამარაგებდა. აღნიშნულ პერიოდში პატიმრების რაოდენობა 25.000 ზე მეტი იყო აქედან 3.000 ქალი…

საქართველოს და ქართველების “სიყვარულით” დამდნარი წყვდიადის დედოფალი სანდრა 2010 წელს როცა პატიმრების რაოდენობამ და მათმა სიკვდილიანობის ციფრმა პიკს მიაღწია ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და გზად პოლონეთში შეივლის (საინტერესოა ვის და რის ხარჯზე მოგზაურობდა განუწვეტლივ) ჯანდაცვის საკითხებზე საქართველო-ამერიკის ორმხრივ კონფერენციას დაესწრება, რომელიც საქართველოს პირველი ლედის თავმჯდომარეობით გაიმართა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს ქალთა რუსთავის მეხუთე დაწესებულებას ხათუნა კალმახელიძე სტუმრობდა “ბანდასთან” ერთად იმ დღეს მინისტრს დაბადების დღე ქონია და “დაღლილი”  ხათუნა პარიზში “გაუტაცებია”  პრეზიდენტს. იქ როგორ მიულოცავდა დაბადების დღეს დაქანცულ მინისტრს ვინ იცის

მე სარწმუნო წყაროდან გავიგე ეს “სათუთი” ამბავი, რომელსაც სანდრაც აუცილებლად გაიგებდა, თუმცა ნაკლებად შეიმჩნევდა ჯაშუშობა ხომ დიდ მსხვერპლს მოითხოვს… ასე რომ ჯანდაცვის საკითხებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზეც წლების განმავლობაში ექთანი გვიწყვიტავდა, ექთანი რომელსაც ქმარი ნაცელიტის მახინჯმანებს ლამის თავზე “იმასშვებოდა”…

2010 წლიდან 2012 წლამდე კარგად მომზადდა ნიადაგი სასჯელაღსრულების სისტემაში “ტუბის” ახალი პროგრამით პატიმრების დასაჩმორებლად და დიდი თანხების გასათეთრებლად. ქონდა თუ არა პატიმრებს ტუბი მაინც აღრიცხავდნენ, რათა “დოცი ” და “დოც+” პროგრამა წარმატებით შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში სანდრას პატრონაჟით და ადამიანების გვამებზე და ძვლებზე სიარულით ათეულობით მილიონით შეევსო “ოჯახის”  ყულაბა.

ცნობილია, რომ ტუბერკულოზის დაავადების საშიშროება იზრდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი დასუსტებულია არასრულფასოვანი კვებით, სტრესებით, ქრონიკული დაავადებებით. ამიტომ ტუბერკულოზისგან დამცველი ძალების გასაძლიერებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ასე შემდეგ ასე, რომ ციხე და კოლონია ტუბერკულიოზის გასავრცელებლად და “სახეიროდ” შესაფერისი ადგილი გახლდათ. 2012 წლის მაისში მედიის საშუალებით” პიკასო ფერებში” გავრცელდა ინფორმაცია თუ როგორ გახსნეს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმატუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი, სადაც თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკა ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მქონე პაციენტებს მოემსახურებოდა.სიამაყით განაცხადეს, რომ ცენტრი ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებდა, რაც აუცილებელი იყო გადამდები დაავადებების გავრცელების შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 97-საწოლიანი საავადმყოფო დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაც ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მკურნალობაში სპეციალური გადამზადება გაიარეს.

ასევე სიამაყით განაცხადეს, რომ საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებდა, რომლის ფარგლებშიც, დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში პაციენტები უფასოდ ისარგებლებდნენ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით.

და ყველაზე საინტერესო – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შენობის რეკონსტრუქცია “სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია – აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა.

ტუბერკულოზით დაავადებების სტატისტიკამ-ციხეებში სანდრას გააქტიურების შემდეგ მოიმატა.

2010-895 შემთხვევა.

2011-800-შემთხვევა.

2012 წელს 457 შემთხვევა და აღნიშნულ ორ წელიწადში 284 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი რამდენს სიკვდილის წინა დღეს ან რამდენიმე საათით ადრე უშვებდნენ, რომ მიცვალებული ნაკლებად “დაწეროდათ”

“მაღალკვალიფიციურ პერსონალს”  რომ გესტაპოს სკოლა გაატარეს ფაქტია მეც კარგად მახსოვს და მამაკაც პატიმრებსაც ემახსოვრებათ “მაღალკვალიფიციური პერსონალი” თინა მახარაძე კოორდინატორი ” ტუბიდან”  რომელიც #6 დაწესებულებაში, დამწყვდეულ საკანში პატიმრებს “დოც+” ფარგლებში “ქსდეარს” ქიმიოთერაპიით “მკურნალობდა”.

წარმოუდგენელია ქიმიოთერაპიით მიყენებული ტკივილების აღწერა, უჰაერობაში, შესაბამისი კვების და ყურადღების გარეშე, გაუსაძლისი ტკივილითსანდრას ექსპერიმენტს ციხე კოლონიაში თინა მახარაძე კურირებდა.

მე პირადად მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონდათ მცდელობა ჩემი ინფიცირების. თუმცა ჯანმრთელი ორგანიზმის წყალობით გადავრჩი.

აშინდელი სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ასათიანი დაწესებულების დირექტორის კაბინეტში მარწმუნებდა რომ იქსდეარით ვიყავი ინფიცირებული არსებობდა ეპიდემიის საფრთხე და საჭირო იყო ჩემი იზოლაცია და სტაციონარში კვლევის გაგრძელება. მაშინ გამიჭირდა დამეჯერებია, რომ ადამიანები ვინც მიშას და სანდრას გვერდით იდგნენ მხოლოდ ცოფიანი მხეცის ინსტიქტით მოქმედებდნენ.

გამივრცელეს დეზინფორმაცია რომ ჩემი დაავადება დაფრინავდა, რომ მქონდა ფილტვზე კიბო და რამოდენიმე დღის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი. ძნელია ადამიანმა წარმოიდგინოს ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ რა ემართება პატიმარს, ჯერ ერთი აღარც თავისუფლება უნდა, რადგან ოჯახის წევრები არ დააინფიციროს, ყოველდღიური ქიმიოთერაპიით დაუძლურებლ სხეულს, სულიც გათიშული აქვს და მისთვის ყველაფერი სულერთია იმ გაუსაძლისი ტკივილის ტაყუჩების გარდა, რომელსაც წყვდიადის დედოფალი დატრეინინგებულ ვამპირების დახმარებით ექსპერიმენტების, გამდიდრების და მხეცური ჟინის დასაკმაყოფილებლად გაყენებს…

მოკლედ მყისიერად აღმოვჩნდი სანდრას გახსნილ ნაქებ საავადმყოფოში სადაც პატიმრებისთვის სამი საკანი ყოფილ მორგის შენობაში იყო განთავსებული იქ, კიდევ ერთმა დატრეინინგებულმა ექიმმა გვარად (ერისთავმა) მომახსენა რომ დაავადება რომელიც მე მჭირდა არ იკურნებოდა შეიძლება ექვსი თვე მეცოცხლა, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლებიც.

თუმცა სამი წელი უპირობოდ უნდა მიმეღო ქიმიური პრეპარატები. მითხრა რომ ფილტვები უკვე დაშლის ფაზაში მქონდა…

უფლებადამცველმა სალომე აბულაძემ საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღესვე მომაკითხა და კატეგორიულად მოითხოვა თოდუას კლინიკაში ჩემი გაყვანა და მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარება, დიდი ბრძოლის შემდეგ გამიყვანეს და დასკვნაში “ინატრე ფილტვი” ჩამიწერეს. “ოპერაცია ფილტვის” შესახებ წერდა ” ასავალ-დასავალი”  დან ზაზა დავითაია. ასევე ჩაერთნენ ჩემი მეგობრები და ფილტვის ოპერაციის იძულებით გაკეთება ვეღარ გაბედეს. (ვისაც გაუკეთეს დღეს ცოცხალი აღარ არის)თუმცა რუსთავში დამახვედრეს სპეციალურად ჩემთვის აშენებული ციხე – ციხეში. რომლის” დიზაინიც”  მისვლისთანავე დავწვი და დავლეწე.

ამიტომ ზამთრის გატარებამ ნახევრად დახურულ კარში მომიწია. ერთი თვის შემდეგ უარი განვაცხადე ქიმიური პრეპარატების მიღებაზე, რადგან თერმომეტრზე ტემპერატურა 34 ქვემოთ მიფიქსირდებოდა და აგვისტოში – ვიყინებოდი. წნევა 45/30 ზეც მქონია და ვერაფრით მირეგულირებდნენ. ერთ-ერთმა ექიმმა მირჩია აღარ მიმეღო ქიმიური პრეპარატები რადგან არაფერი მჭირდა და მიზეზი რატომაც მომიგონეს აღნიშნული დაავადება მე უნდა მცოდნოდა..

თინა მახარაძემ გააპროტესტა ჩემს მიერ პროგრამის მიტოვება “დოც+”  55000 ევროთი ფინანსდება (ანუ მაგ თანხას თითო ადამიანზე თვლიდა) და დამემუქრა ორ თვეში, მკურნალობის იძულების წესით კანონს მიიღებენო და მაშინ კი ვასროლინე კუდით ქვა და ხურდათ ფსიქიატრს ყოველ კვირას მიგზავნიდა არადა მათ მიერ დოზის გადამეტებით დანიშნული.

პრეპარატის ანოტაციაში ფატალურ სავარაუდო შედეგთან ერთად ხანგრძლივი დროით ცენტრალური ნერვიული სისტემის დეზორგანიზებაც იყო ნახსენები (ციკლოსერინა). იყო შემთხვევა როცა თერთმეტ პატიმარ ქალს “კოლექტიურად აღმოუჩინეს” ტუბი (ჩემს შემდეგ)თერთმეტივემ გადაამოწმა ადვოკატის დახმარებით და არცერთს არ აღმოაჩნდა.

ასე, რომ ჩემს ბრძოლას მიშას და სანდრას სანატორიუმში უშედეგოდ არ ჩაუვლია. იძულებით მკურნალობის დაკანონებას ვერ მოესწრნენ რადგან ორ თვეში ნაცმოძრაობაც დამარცხდა “ტუბის აღმოჩენა”  სარფიანი საქმე გახლდათ ნაცბანდისთვის იზოლაციაში აქცევდნენ დაუმორჩილებელ პატიმრებს, ათეთრებდნენ დიდ თანხას, სიცოცხლეს ართმევდნენ ახალგაზრდებს ვითომ მოურჩენელი დაავადების წყალობით, ორგანოებს აცლიდნენ და სად მიჰქონდათ დღემდე გამოუძიებელია…

სამწუხაროდ სააკაშვილის ხროვის მიერ ნაწამებ გაუბედურებულ პატიმრებს, სანდრას სასიკვდილო ექსპერიმენტიც ემატებოდა რის შედეგადაც უამრავმა პატიმარმა დაასრულა სიცოცხლე სიკვდილის ანგელოზების (ბადრაგების)მეთვალყურეობის ქვეშ.

რამოდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ნინო ჯღარკავამ მიშა “მოიკითხა”  და შემაძრწუნებელი პოსტი გაავრცელა რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ-

” ესეც კინოაა შე ჩასაძაღლებელოო სააკააშვილოო? თამაზ დადვანი.. ყაჩაღობაზე გაასამართლეს, უდანაშაულო იყო, ექსპერტიზები გააყალბეს, ბოლომდე სჯეროდა რომ სიმართლეს გაიტანდა, სულ მეუბნებოდა ციხე ვერ გამტეხავსო, თავს ნუ შეაწირავ მეთქი სულ ვარიგებდი, ვხედავდი შეუპოვარი და პრინციპული იყო… არ ეპუებოდა არ უთმობდა…
უზენაესის განაჩენის შემდეგ მშობლებმა დამირეკეს ძალიან ცუდად არის შედი ნახეო, რომ შევედი სავადმყოფოში იყო, დაბერებული 23 წლის, 50 წლისას გავდა, ფეხზე იდგა ძლივს, მთხოვა ჩემი შეყვარებულის სურათები დამრჩა საკანში ის წაიღონ იქიდან ჩემებმა, დაჟინებით მთხოვდა. რაღაც ტაბლეტებს მასმევდნენო, ბოლოს რომ დავუძლურდი აქ გდმომიყვანესო, მეორე დღეს შევედი, რეანიმაციაშია, ტუბერკულიოზი აქვს არ შეხვიდეო, ნიღაბი მოვითხოვე, არ მოგვცეს, მე და მეორე ადვოკატი, მაია დონაძე ვიყავით ერთად, ექპერტიზისთვის მისი ხელმოწერა მჭირდებოდა, უნდა მენახა… არ ეგონათ მაინც რომ შევიდოდით რეანიმაციაში, გამიკვირდა ასე უცბათ როგორ მოხვდა იქ, კარი შევაღე არავინ იყო, `რენიმაცია~ იყო რკინის საწოლზე სასიკვდილოდ გადადებული პატიმრები…
ხმაამოუღბლად, ექიმი ვნახე მისი, თვალები გაუფართოვდა იქ რა გინდოდათო, ვინ შეგიშვათო, ეს არის მეთქი თქვენი რეანიმაცია, მიხედეთ თეთრეული მაინც დუგეთ, წამალი მაინც დაალევინეთ მეთქი… მეორე დღეს დარეკეს ადვოკატთან, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალაო, ახლობლებს გააგებინეთო, მე ვერ ავღწერ იმ ტკივილს ….იმ ზარს, რომლის განხორციელებაც ჩვენ მოგვიწია…. მერე… ის მახსოვს გვამს არ ატანდნენ, ხელის მოწერას თხოვდნენ ახლობელს რომ პრეტენზია არ ქონდათ, ისე არ არ ატანდნენ გვამს.. რაღაც საშინელი მარშუტკა იყო…. ეს თაზო არ არისო მესმოდა ყვირილი, შეცვლილი იყო…
ნანა ლეჟავამ გადაცემაც გააკეთა სადაც მოვყევით რა იყო მათი სანაქებო ციხის რეანიმაცია… რაზეც დაგვიბარა რამოდენიმე ხნის შემდეგ მაშინდელმა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა და ადვოკატებს შეფარულად დაგვემუქრა….

ალბათ ეს იმის ნახევარია რაც იქ განვიცადეთ და გადავიტანეთ ყველამ ერთად.”

-ეს ტაბლეტები სწორედ ის ქიმიური პრეპარატებია რომელსაც დოზის გადაჭარბებით იძულებით ასმევდნენ ჯანმრთელ უტეხ პატიმრებს, აბა ყველას ცემაში ხომ არ დახოცავდნენ, შემდეგ ორგანოებს ჯერ კიდევ თბილი სხეულიდან უღებდნენ და გამწარებულ პატრონს სასწრაფო წესით ხელს აწერინებდნენ, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ. ხო, რეანიმაციაშიც კი, ქალპატიმრებსაც ღამით ფეხზე ბორკილით აბავდნენ.

ათი ვირზილა, რომ გადგას თავზე ნაოპერაციევი სად გაიქცევი?

მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ფსიქოლოგიური წნეხისთვის იყენებდნენ ამ ფაშისტურ საშუალებას.

არადა ძნელი წარმოსადგენია, ტკივილი, ციხე, ოპერაციით გამოწვეული დისკომფორტი და ბორკილი. ნეტა სანდრამ მიშას თვალებში თუ ჩახედა, თუმცა მათი გული და თვალი რამ გაყო ერთი ვამპირის სისხლი უბუყბუყებს ორივეს.

საყურადღებოა ერთი ფაქტიც რომელიც ჯერ ტუბის ექთანს “გამოვტყუე”  და შემდეგ პირადად გადავამოწმე.

მოკლედ სანდრას გახსნილ ოთხმოცდაჩვიდმეტ ადგილიან საავადმყოფოში ვიღაც ხომ უნდა დაწოლილიყო?

მცირე რაოდენობის ადამიანების `დაგოიმებაც~ მოახერხეს თუმცა უმრავლესობა უბინაო, სოციალურად დაუცველი ადამიანები იწვნენ ღამით ისინი რვა საათზე უნდა დაბრუნებულიყვნენ შემდეგ ალაყაფის კარები იკეტებოდა.

აჭმევდნენ დღეში სამჯერ მედიკამენტს არ იღებდნენ, თუმცა მიღებას იქაური წესით ექთანი ესწრებოდა.

დღისით გადიოდნენ ტერიტორიიდან თითქმის ყველა გარევაჭრობით იყო დაკავებული.

როგორც ზემოთ ავღნიშნე ატიპური ტუბერკულიოზის ფორმა მკურნალობის სამწლიან კურსს ითვალისწინებდა.

აღნიშნულის შესახებ რასაკვირველია მედპერსონალიც საქმის ყურში იყო და ტექნიკური პერსონალიც. სანდრას ზეობის ხანაში მიღებული ფორმა იყო რამოდენიმე ადამიანს ათასობით გასამრჯელო, დანარჩენებს კაპიკები ჰოდა სწორედ ექთანმა “გამანდო” საიდუმლო რომელიც შემდეგ გადავამოწმე და სხვა თანამშრომლებმაც დამიდასტურეს და სხვა უტყური ფაქტებიც მოვიპოვე…

ქეთევან ზარნაძე

“საერთო გაზეთი”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯო უილსონი – „ტრამპის მარშრუტის“ წარმატება, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის შუა დერეფნიდან ჩამოშორება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეცვლის ანტიამერიკულ ქცევას

„ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ჰილსი“.როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამერიკული ენერგოკომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.„ჰილსი“ ნიკანდროსის მიერ, სულ მცირე, ერთ-ერთი კონგრესმენისთვის 19 იანვარს გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს, ნიკანდროსის კომპანია საქართველოში 100 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტირების განხორციელებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, მომდევნო ორი წლის ვადაში მოხდეს. წერილი გაგზავნილია სტივ ნიკანდროსი მისი კომპანია TXN Energy Holdings Inc,-ის სახელით. ნიკანდროსის მტკიცებით, „მეგობარი აქტი“ და სხვა მსგავსი კანონპროექტები ზიანს მიაყენებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოში.როგორც „ჰილსი“ აღნიშნავს, კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. თუმცა, ის ამჟამად სენატორ მარკვეინ მულინის მიერ არის დაბლოკილი.სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სტივ ნიკანდროსს მარკვეინ მულინის კამპანიისთვის დონაციები აქვს გაღებული, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკელი კონგრესმენებისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ სექტემბერში, მულინმა „ჰილსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ მისი პოზიცია დაკავშირებული არ არის ნიკანდროსთან.„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მულინი მხარს უჭერდა ნიკანდროსის ერთ-ერთ კომპანია „ფრონტერა რესურსებს“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავაში. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი შეეცადა, „მეგობარი აქტი“ დაემატებინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში გასული წლის მიწურულს, თუმცა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ დაბლოკა“, – ნათქვამია სტატიაში.„ჰილსი“ ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წელს ნიკანდროსის კომპანია „ფრონტერას“ დავა ჰქონდა თბილისთან, კომპანია ირწმუნებოდა, რომ განახორციელა 500 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოში. კომპანიამ მილიონი დოლარი დახარჯა ლობისტური ხარჯებისთვის და ამავე წლის ივლისში თბილისმა ნება დართო, „ფრონტერას“ განეახლებინა საქმიანობა ქვეყანაში.„თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩემმა კომპანიამ დიდი ინვესტიციები ჩადო საქართველოს ენერგოსექტორში“, – წერს ნიკანდროსი 19 იანვრით დათარიღებულ წერილში და აქვე აღნიშნავს, რომ ამ წერილს წინ უძღვოდა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრისთვის სექტემბერში გაგზავნილი წერილი, სადაც მადლობას უხდიდა კონგრესმენებს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისთვის, რომელიც შეწყვეტდა „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას.„ჰილსი“ აღნიშნავს, რომ კონკრეტული კანონპროექტიც და „მეგობარი აქტიც“ კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა დასპონსორებული, რომელსაც მანამდეც გამოუთქვამს შეშფოთება ნიკანდროსთან დაკავშირებით.„როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ორგანო, რომელსაც აქვს სასამართლოში დაბარების უფლებამოსილება, ვეცდები, მეტი გავიგო ამ პირის საქმიანობის შესახებ“, – წერდა უილსონი სექტემბერში „როიტერისთვის“ გაგზავნილ წერილში.გამოცემის ინფორმაციით, 19 იანვრის წერილში ნიკანდროსი აკრიტიკებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, რომელიც მხარს უჭერს კანონპროექტს.„ჰილსი“ ასევე წერს, რომ „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ გაუუქმებია ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის არცერთი ქმედება „ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ. ქმედებები მოიცავს სანქციებს იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივად ჩახშობაში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ“.„ბაიდენის სხვა ქმედებებს შორის იყო, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, რომელიც ხელს უწყობდა თანამშრომლობას დემოკრატიის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და კულტურული გაცვლის საკითხებში. ივანიშვილმა, რომელმაც მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა პოსტსაბჭოთა რუსეთში, „ქართულ ოცნებას“ დაავალა მოსკოვთან ურთიერთობების გამოსწორება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინული ომის გამო დაწესებული სანქციების შეჩერებით, ქვეყნებს შორის ფრენების განახლებით და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კრემლის კანონმდებლობის კოპირებით“, – წერს „ჰილსი“ და აღნიშნავს, რომ „ტრამპის ადმინისტრაცია ივლისში შეეცადა, აღედგინა ურთიერთობები ივანიშვილთან, რომელმაც უარყო ეს შეთავაზება, რადგან აშშ-ის სანქციები ძალაში რჩებოდა“.ამასთან მიმდინარე კვირაში, „ჰილსისთვის“ მიწერილ წერილში უილსონმა დაიცვა „მეგობარი აქტი“, როგორც აუცილებლობა ტრამპის ძალისხმევის გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში, როგორიცაა „ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.„ისტორიული მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატება საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის შუა დერეფნიდან ჩამოშორება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეცვლის თავის ანტიამერიკულ ქცევას“, – განაცხადა უილსონმა.ამასთან, სტატიის მიხედვით, „კონგრესმენები, რომლებიც საქართველოზე არიან ფოკუსირებული, მმართველ პარტიას ქვეყნის ისტორიაში „ბნელი ეტაპის“ შემოღებისთვის აკრიტიკებენ“. ნიკანდროსი კი ბაიდენს ადანაშაულებს თბილისთან უთანხმოებაში და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს როგორც „კონსერვატიული“ მოძრაობის მოკავშირეს. „ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო წლის განმავლობაში, ლიბერალური/პროგრესული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულმა ქმედებებმა, საქართველოს სუვერენულ, კონსერვატიულ მთავრობასთან იდეოლოგიური უთანხმოების საპასუხოდ. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აშშ-საქართველოს მჭიდრო, ხანგრძლივ ურთიერთობებს“, – წერს ის.„ჰილსის“ მიხედვით, ნიკანდროსი წერილს თან ურთავს ექვსგვერდიან „ანალიტიკურ ფრაგმენტს“, რომელსაც, მისი აზრით, შესაძლოა, წერილის ადრესატი კონგრესმენი დაეყრდნონ. წერილში ნიკანდროსი ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ „არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“. „ჰილსის“ სტატიის მიხედვით, ის „ასევე იცავს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კრემლისგან ინიციირებულ კანონს „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც სჯის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ნიკანდროსი ასევე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არის ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირე და იმსახურებს მხარდაჭერას“.

ღიმილის ბიჭი-სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა

დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს. 20 წლის შემდეგ მის მკვლელობაზე გამოძიება ისევ გრძელდება.შარდენბარში დაწყებული ინციდენტი, რომლის მონაწილეებიც ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი თანმხლები პირები იყვნენ, ოქროყანაში დასრულდა. ნაწამები და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი მისმა მეგობრებმა 28 იანვარს იპოვეს. შსს-მ მაშინ განაცხადა, რომ მკვლელობა ე.წ. სვანურ გარჩევებს უკავშირდებოდა.5 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. საქმეში ბრალდებულია ასევე დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი. თუმცა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამ საქმეზე ჯერ კიდევ ბევრ შეკითხვაზე პასუხი გაცემული არ არის.

ჰაკან ფიდანი – ირანზე თავდასხმა, ომის ხელახლა დაწყება არასწორია, ირანი მზად არის ბირთვულ საკითხზე ხელახლა მოლაპარაკებებისთვის

ირანზე თავდასხმა არასწორია, ომის ხელახლა დაწყება არასწორია. ირანი მზად არის ბირთვულ საკითხზე ხელახლა მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.ამასთან, ფიდანი აშშ-ის რჩევას აძლევს, ირანთან დაკავშირებით საქმეები დახუროს. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანული მხარისთვის რთული იქნება ახალი რეგულაციების აღქმა და გადახარშვა.„ჩემი რჩევა ამერიკელ მეგობრებს: ირანელებთან დაკავშირებით დახურეთ საქმეები ერთმანეთის მიყოლებით. დაიწყეთ ბირთვულით, დახურეთ ის. მათ პაკეტად თუ წარმოადგენთ, ჩვენი ირანელი მეგობრებისთვის ძალიან რთული იქნება ამის აღქმა და გადახარშვა. შეიძლება, მათ დამამცირებლად მოეჩვენოთ და ხელმძღვანელობისთვის ახსნა რთული იქნება. ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ყველაფერი უკეთესად ასატანი გავხადოთ, ეს დაგვეხმარება“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა. 

გააზიარეთ გთხოვთ დედის პოსტი… 6 წლის დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება

გააზიარეთ გთხოვთ დედის პოსტი . როგორც დედა გთხოვთ შველას,შედეგი შეიძლება იყოს უმძიმესი,ჩემს შვილს სასწაფოდ ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა,6 წლის ბავშვს ეხება საქმე,ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა,რამაც სრულიად შეურყია ჯანმრთელობა,ჩატარდა ორი ოპერაცია,უამრავი კვლევა როგორც საქართველოში ასევე თურქეთში,მკურნალობა რომელიც მოიცავს უდიდეს ხარჯებს,აქვს ღვიძლზე პრობლემები ზომაში იზრდება და ემატება გაცხიმოვნება,სამწუხაროდ 2 სანტიმეტრით გაცდა ნეკნებს,ასაკის გამო ვერ ინიშნება წამალი თუმცა ახლა იძულებულნი ვართ დავიწყოთ, აქვს მხედველობის გაორება პერიოდულად რაც საჭიროებს გამოკვლევებს სასწრაფოდ,-4 გასცდა მხედველობის დონე,ყველას გთხოვთ გაზიარებას, თითო ლარით გვერდში დგომას,ეს ვიზიტი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია და გვაქვს იმედი რომ საბოლოო ვიზიტი იქნება და ჩემს შვილს ჯანმრთელს დავიბრუნებ,ეს ის შემთხვევაა რომლისგანაც დაზღვეული არავინაა სამწუხაროდ,ყველას მოგიწოდებთ თითო ლარით დაგვიდექით გვერდში.სამწუხაროს აღარანაირი საშუალება აღარ გვაქვს არ იფიქროთ თქვენი ერთი ლარი არაფერს წყვეტს დაჩისთვის ეხლა თქვენი ერთი ლარი გადამწყვეტია,თქვენით მოვედით აქამდე და თქვენი იმედი მაქვს დღესაცსაქართველოს ბანკი:#GE49BG0000000534228883თიბისი ბანკი:#GE66TB7561245063300016მიმღები:ნათია თანდაშვილი (დედა)

ადვოკატი აცხადებს, რომ ილია ღუდუშაური წარდგენილ ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.ღუდუშაურს ბრალდება წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.ილია ღუდუშაურის ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, ღუდუშაური წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.„ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ჩვენი პოზიცია არის, რომ ბრალს აღიარებს ილია ღუდუშაური და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. საკითხი ეხება კონკრეტულ შესყიდვებს. საქმის მასალებს სრულად არ გავცნობივარ. ახლა ავიღებ და მეტი დეტალის თქმა შემეძლება“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

ბოლო სიახლეები