შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება

Read Time:30 Second

 

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება. დილიდან პარკს რამდენიმე ათასი ვიზიტორი კვლავ ეწვია. პარკს დამთვალიერებლები მთელი საქართველოდან სტუმრობენ.
ვინაიდან პარკი 19 საათზე იკეტება, ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს მსურველებს, დასათვალიერებლად არაუგვიანეს 18 საათამდე მივიდნენ, რადგან ტერიტორია დიდია და დათვალიერებას ბევრი დრო სჭირდება. ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ დენდროლოგიური პარკის დამთვალირებლებს 7 საათის შემდეგ შეუძლიათ ეწვიონ მიმდებარედ არსებულ მინიატურების, მუსიკოსების ან ციცინათელების პარკს.
დენდროლოგიური პარკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ყოველ დღე იმუშავებს. გამომდინარე იქიდან, რომ დენდროლოგიური პარკი უნიკალურია აქ წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, მომავალი კვირიდან მისი მონახულება ვიზიტორებს შეეძლებათ ყოველ დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი 25 ივლისს შესრულდება
Next post სამგორის რაიონში საბაგიროს პროექტის განხორციელება მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება