შარლ მიშელი – დღევანდელ სამიტზე განვიხილავთ მიდგომას ევროკავშირის გაფართოების პროცესისადმი, რადგან უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ

Read Time:31 Second

უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ, ამ საკითხებს დღეს სამიტზე განვიხილავთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს სტრატეგიული სამიტია, რადგან უნდა მოვახდინოთ იმ გადაწყვეტილებების ინდენტიფიცირება, რომლებსაც ერთად მივიღებთ მომდევნო თვეებსა და კვირებში, რომ ევროკავშირი იყო უფრო მტკიცე და ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე. ასევე ვიმსჯელებთ ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. ეს ძალიან რთული მომენტია, რადგან ახლა არის ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო. ჩვენ განვიხილავთ ამ ომის გეოპოლიტიკურ შედეგებს. ჩვენ ასევე განვიხილავთ მიდგომას ევროკავშირის გაფართოების პროცესისადმი, რადგან უკრაინამ გააკეთა ევროკავშირში გაწევრინებაზე ოფიციალური განაცხადი. იგივე განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. დღეს ამ საკითხებს განვიხილავთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ემანუელ მაკრონი – ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განიხილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების, ასევე მოლდოვასა და საქართველოს საკითხი, რადგან სამივე ქვეყანამ ოფიციალურად გააკეთა მოთხოვნა​
Next post ზურაბ ქადაგიძე ხატია დეკანოიძეზე: ეს ქალბატონი ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს უსაფრთხოებას, საერთაშორისო როლს და სტაბილურობას, ესაა კლასიკური მე-5 კოლონა, საბოტაჟი ქვეყნის მიმართ და ღალატი