შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მიმართა – ცესკო, სადაც რვა ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი, თქვენი მათემატიკით, არის ერთპარტიული? გასაგებია

Read Time:42 Second

ცესკო, სადაც რვა ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი, არის ერთპარტიული? გამაგებინეთ, არითმეტიკაში რა ხდება, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, თეონა აქუბარდიამ განაცხადა: „ვეტოს დაძლევის შედეგად კვლავ იქნება ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები, რადგან ერთპარტიული იქნება ცესკო, კვლავ იქნება კრიტიკა საქართველოს მისამართით, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას“.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წევრები როცა წარმოდგენილი არიან ცესკო-ში, ის ვერ იქნება ერთპარტიული.

„ქალბატონო თეონა, როგორც ვხვდები, თქვენი ყოფილი პარტიის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, ქალბატონი ანა კობახიძე, რომელიც არის ცესკო-ს წევრი, სინამდვილეში „ქართული ოცნების“ წევრია, რადგან ერთპარტიული არის. ერთპარტიულ ცესკო-ზე საუბრობთ და თქვენი პარტიის წევრი არის ცესკო-ში, როგორ არის ერთპარტიული, გამაგებინეთ, არითმეტიკაში რა ხდება, გამაგებინეთ. ანუ, ცესკო, სადაც რვა ოპოზიციური პარტიაა, არის ერთპარტიული? ცესკო, სადაც რვა ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი, არის ერთპარტიული თქვენი მათემატიკით? გასაგებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნატა ფერაძე – “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო
Next post ნებისმიერი პირდაპირი სამხედრო ჩარევა უკრაინაში გამოიწვევს სახიფათო ესკალაციას – იტალიის პრემიერი