შალვა პაპუაშვილი: 21 მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება, რომელიც ძირეულად და ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო სისტემას და პროცესს

Read Time:57 Second

„პროცესი, რომელიც დაიწყო თებერვალში და კანონპროექტის განხილვით გრძელდება იყო საინტერესო, მას შემდეგ რაც ამას შემოუერთდნენ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილე პარტიებიც, შევიძინეთ თანამშრომლობის, კომპრომისების და შეთანხმების გამოცდილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტის ორდღიანი განხილვის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემაჯამებელ გამოსვლაში შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტა თუ რა ცვლილებები ხორციელდება კოდექსში და აღნიშნა, რომ ეს 21 პუნქტი ძირეულად და ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო სისტემას და პროცესს.

მან კანონპროექტზე მუშაობის დროს ოპოზიციის ჩართულობაზეც ისაუბრა : „ვიმუშავეთ ცვლილებებზე რაც ქვეყანას უფრო უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს, ჩვენ „ქართული ოცნება“ და სხვა ოპოზიცია, ვინც ამ ცვლილებებზე ვიმუშავეთ, ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების, სოლიდარობის მხარეს და მათ შორის ამ სისტემის გაუმჯობესების მხარეს. მეორე მხარეს ხართ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხართ პოლარიზაციის, გაყოფის, შუღლის და ღვარძლის მხარეს.ამ დღეებში განხილვაში ცხადად ჩანდა რა ხდებოდა აქამდე ოპოზიციაში, როგორ ცდილობდა ნაცმოძრაობა, რომ გადაებირებინა ოპოზიციის წარმომადგენლები და საბედნიეროდ დღეს ეს აღარ მოხდება, თქვენ დარჩებით მარტო.აქამდე ნაცმოძრაობას მოვუწოდებდი 19 აპრილის შეთანხმებას შეერთებოდა და ხელი მოეწერა. დღეს მოგიწოდებთ არ მოაწეროთ ხელი შეთანხმებას, არ აშალოთ კარვები რომელიც პარლამენტის წინ ჯერ კიდევ არის. დარჩით ისეთები, როგორებიც ხართ, ვინაიდან სწორედ ისეთები როგორებიც ხართ აჩვენებთ საზოგადოებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – წყლით და გარუჯვით კორონავირუსი არ გადაგედებათ
Next post ზურაბ ქადაგიძე: მთავრობის მეთაურმა განსაზღვრა პრიორიტეტები და გააჩინა პერსპექტივები, თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროების სტიმულირება