შალვა პაპუაშვილი: ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს

Read Time:27 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხმა მისცა სიკეთეს, სამართალსა და აღმშენებლობას. მისი თქმით, არჩევანი „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის სასარგებლოდ გააკეთა.

„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ ჩვენთან იმყოფება 400-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი. სწორედ მათი დახმარებითაც არავის მივცემთ სიტუაციის არევის შესაძლებლობას. არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ამ უბანზე ხდება ელექტრონული მთვლელების პილოტირება – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. უბნის დახურვის მომენტშივე გვეცოდინება ამ უბნის შედეგები. ეს არის მომავალი, რომელიც წარმატებული პილოტირების შემთხვევაში აუცილებლად დაინერგება ყველგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა
Next post კარლ ჰარცელი: არჩევნები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის არსებითია ამ ტესტის დამაჯერებლად ჩაბარება