შალვა პაპუაშვილი: ხანდახან უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბუნებრივი ურთიერთდაპირისპირება უნდა იყოს საპარლამენტო გუნდსა და მთავრობას შორის – სინამდვილეში ეს ერთი გუნდია

Read Time:37 Second

ხანდახან უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბუნებრივი ურთიერთდაპირისპირება უნდა იყოს საპარლამენტო გუნდსა და მთავრობას შორის. სინამდვილეში ეს ერთი გუნდია, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობა არის საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული ადამიანების გუნდი, რომლებმაც უნდა განახორციელონ პარტიის მიერ საარჩევნოდ წარდგენილი პროგრამა, საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი კი უპირველეს ყოვლისა ოპოზიციის ამოცანაა.

„მინდა ძალიან საინტერესო სტატისტიკა გითხრათ. ხანდახან ოპოზიციის მხრიდან არის დაჩივლება, თითქოს არ ეძლევათ შესაძლებლობა ესა თუ ის ინსტრუმენტი გამოიყენონ. ჩვენ ახლა ვაჯამებთ წინა წლის სტატისტიკას. სულ სამჯერ გამოიყენა ოპოზიციამ მთავრობის წარმომადგენლის ან ანგარიშვალდებული ორგანოს კომიტეტზე დაბარების შესაძლებლობა. ინტერპელაციების გამოყენებაც არ იყო ხშირი. ნდობის ჯგუფი არსებობს პარლამენტში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს და მასში „ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი. ნდობის ჯგუფის 46 სხდომიდან მხოლოდ ორს დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამ ჯგუფში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე: ყველა მეორე ქართველი იქნება მეწარმე და ბიზნესმენი – თქვენ ნახავთ, რომ ამას გავაკეთებთ
Next post შალვა პაპუაშვილი: თუკი რამე აქვს ირაკლი კობახიძეს, უპირველეს ყოვლისა ესაა მართვის გამოცდილება – შეუძლია დაინახოს დიდი სურათი, დასახოს გრძელვადიანი მიზნები