შალვა პაპუაშვილი – ცხრა მილიონის კორუფციის საქმეს რომ „პიჯაკების საქმეს“ ეძახიან, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ბიუჯეტის, ხალხის, გადამხდელებისა და კანონის მიმართ

Read Time:46 Second

როცა ცხრა მილიონის კორუფციის საქმეს „პიჯაკების საქმეს“ ეძახიან, ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ბიუჯეტის, ხალხის, გადამხდელებისა და კანონის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქმე, რომელიც ადასტურებს ელიტური კორუფციის არსებობას და იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნა ელიტური კორუფციის სქემა, რომლითაც საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით იღებდა პირად სარგებელს.

„ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული მხოლოდ კოსმეტიკურ პროცედურებში, ეპილაციაში, გასახდომ პროცედურებში. მათ შორის ხარჯი გაწეულია გიგი უგულავასთან ერთად. 40 ათასი დოლარით საკუთარი შვილის სწავლა აქვს დაფინანსებული საქართველოს ყველაზე ძვირ სკოლაში. საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ეს იყო რაიმე დასაბუთებული ხარჯი და შვილის სწავლას აფინანსებს ადამიანი ბიუჯეტის ხარჯზე, ეს რა არის? ამაში იმხელა უტიფრობაა ჩადებული, რომ შეუძლებელია, კომენტარიც გააკეთო. თუ სასამართლოს მიერ ელიტური კორუფციის საქმე დამტკიცდება, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ როგორ მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“. გიგი უგულავას შემთხვევაში 48 მილიონის საქმე ვნახეთ, დავით კეზერაშვილის შემთხვევაში ხუთი მილიონი ევროს კორუფციის საქმე. ფაქტობრივად, მან ხუთი მილიონი ევრო ჯიბეში ჩაიდო, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია
Next post ბოტოქსი, ეპილაცია, გასახდომი პროცედურები, სტილისტი… ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილის მიერ, ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხების შესახებ წერს