პეტერ ფიშერი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოში აქეზებს, სიძულვილის ენას და ძალადობას, ასე რომ, მან ალბათ, თავისი ადგილი უფრო ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსაწვევი ყველას გაეგზავნებოდა.
„ღონისძიებაზე დასწრება მგონი, მისი სურვილიც არ იქნებოდა. გუშინ იქ ვიდექით ქართულ ჯართან ერთად და ვისმენდით ქართული ჯარის ფიცს. მთელმა საზოგადოებამ ჩავიბარეთ წვევამდელებისგან ქართული არმიის ფიცი, ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოში აქეზებს, მხარს უჭერს და ამართლებს ზიზღს, სიძულვილის ენას და ძალადობას. ასე რომ, მან ალბათ, თავისი ადგილი უფრო ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან. მე არ ვარ ორგანიზატორი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ რა თქმა უნდა, მოსაწვევი ყველას გაეგზავნებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

