შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არავინ არ გვთხოვს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები, გარდა ოპოზიციისა და ჩვენი ენჯეო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლისა

Read Time:1 Minute, 2 Second

ჩვენთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, მისაღებია ისეთი მდგომარეობა, თუ არ მოხდება სანქციების გვერდის ავლა, ეს არის მთავარი პრინციპი, ყველა ამ საკითხს უნდა შევხედოთ ამ პრიზმით, ხომ არ არის რისკი, რომ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ არის რისკი და თუ შეიძლება სანქციების გვერდის ავლა, ასეთი რამ არ განხორციელდება.

„კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მხრიდან, რომ არავინ საქართველოსგან არ ითხოვს ორმხრივი სანქციების დაწესებას და ეს არის მთავარი საკითხი. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვთანხმდებით ორ რამეზე, რომ საქართველო უზრუნველყოფს, არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. საქართველო არის კეთილსინდისიერი 100%-ით და არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენ არავინ არ გვთხოვს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები, გარდა ოპოზიციისა და ჩვენი ენჯეო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლისა. მთავარი პრინციპი არის ერთი, რომ სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერის ავლა არ მოხდეს. სანქციების გვერდის ავლის საფრთხე არსებობს 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც დაიწყო სანქციების დაწესება ევროკავშირმა და სხვა ასეთმა სტრუქტურებმა. ეს საფრთხე არსებობს და ერთ წელზე მეტია, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლება, რას აკეთებს და ძალისხმევა რისკენ არის, რომ ამ საფრთხის რეალიზება არ მოხდეს, საფრთხე არ იყოს რეალური. ერთ წელზე მეტია, სწორედ ამას ადასტურებს ხელისუფლება, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას ახერხებს. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ზუსტად ამ პრინციპის დაცვით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე: შემდეგი არჩევნები არის გადამწყვეტი, რომ წერტილი დავუსვათ “ოცნების” მავნებლობას -ჩვენი ქვეყნის უკუსვლას
Next post 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს