შალვა პაპუაშვილი – უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს უკრაინის მოქალაქეებზე, საქართველოს ხელისუფლება კი, მართლმსაჯულების აღსრულებაზე საქართველოში, ეს ორი ინტერესი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება

Read Time:52 Second

ბუნებრივია, უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს უკრაინის მოქალაქეებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება კი, მართლმსაჯულების აღსრულებაზე საქართველოში. ეს არის ორი ინტერესი, რომელიც ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გამოქვეყნებას, როგორც პაპუაშვილი ამბობს, მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ პატიმრის მიმართ ყველა სტანდარტი იყო დცული.

„იუსტიციის სამინისტრომ ჩანაწერები იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ეჩვენებინათ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაცული იყო ყველა სტანდარტი, კერძოდ, პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს – უკრაინაში. კადრები ვნახეთ, მისი დაკავება როგორ მოხდა. მისი ადვოკატის განცხადება გასაგებია, რადგან დაცვის ქვეშ მყოფ პირს იცავს. რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას, მიხეილ სააკაშვილთან კავშირში არ არის. ამ კადრების ჩვენების მიზანი იყო, რომ მისი უფლებები არის დაცული. პრეტენზიები არც არის გამოთქმული იმის თაობაზე, როგორ მოხდა მისი შესახლება მე-18 დაწესებულებაში, უფრო პრეტენზიები ისმის იმაზე, ამ კადრების გამოქვეყნება ღირდა თუ – არა. თავისთავად, მძიმე კადრებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიმყოფებით დეზინფორმაციული შტურმის ეპიცენტრში, როცა ქართული სახელმწიფოსი, სასჯელაღსრულების დისკრედიტაციას ცდილობენ. მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს მკვეთრი პასუხი საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კოვზანაძე – ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს საფინანსო კომიტეტი მხარს დაუჭერს და რეკომენდაციას გაუწევს სესიაზე განსახილველად
Next post “ჩემი ნათია გარდაიცვალა” – ჯონდი ბაღათურია