შალვა პაპუაშვილი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდა

Read Time:22 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის პარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტ ირაქსე გარსია პერეზს შეხვდა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოლიტიკური პარტია „ქართულ ოცნებასა“ და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფს შორის არსებულ განსაკუთრებით მტკიცე კავშირებსა და საერთო ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე, საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსა და რუსულ აგრესიაზე უკრაინაში.

სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორის ჯონსონი-პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის
Next post გიორგი კახიანი: ჩვენ მშვიდობიანი მეთოდებით უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა