ორშაბათი, ივნისი 29, 2026

შალვა პაპუაშვილი: საქართველო მიჰყვება იმ წესებს, რომელიც დაწესებულია, განსაკუთრებით, ფინანსურ სექტორში, ამიტომ აქვს სრული თანხვედრა სანქციებთან დაკავშირებით

დედამიწაზე არის ორი ქვეყანა, სადაც სანქცირებულია ბატონი ფარცხალაძე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის საქართველო. ევროკავშირში არ არის სანქცირებული, ამით ყველაფერი ნათქვამია, საქართველო მიჰყვება იმ წესებს, რომელიც დაწესებულია, განსაკუთრებით, ფინანსურ სექტორში, ამიტომ აქვს საქართველოს სრული თანხვედრა სანქციებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, არის თუ არა ფარცხალაძე საქართველოში.

„ფარცხალაძე თუ იმყოფება საქართველოში, იმყოფება, როგორც რუსეთის მოქალაქე. რაც შეეხება სხვა ბრალდებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას ამ საკითხზე, მათ შორის, ფარცხალაძეც გამოჰკითხეს, კონტაქტზე არიან აშშ-ში თავიანთ კოლეგებთან. სამწუხაროდ, არ ვიცი, ამ კონკრეტულ გამოძიებასთან რამდენად აქვთ ინფორმაცია, მაგრამ, მაგალითად, მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ, რომ აბსოლუტური იგნორირება არის საქართველოს სახელმწიფოსი, არანაირი ინფორმაცია მოწოდებული არ არის, პირიქით. დახურული სხდომის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გამოვიდა, მოგვახსენა ჩვენ, რომ ამერიკელი კოლეგები, ვისთანაც მათ ჰქონდათ კავშირი, ისინი აქეთ ეკითხებოდნენ, რამე ინფორმაცია ხომ არ ჰქონდათ. ამ შემთხვევაში სასამართლოს ვგულისხმობ. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც, მათ შორის, გამოძიება და დასკვნები არ ემყარება ჭორებს. ასე რომ, ყველაფერს სჭირდება მტკიცებულება. ამ კონკრეტულ გამოძიებაზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს, შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ. რაც ვიცით ჩვენ, დღემდე იყო, რომ რაიმე დამატებითი ინფორმაცია, მტკიცებულება მიწოდებული არ იყო.

მე არ ვიცი, ვინ ჩამოვიდა, ვინ არა, მაგრამ, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი სუბიექტის ინტერესით, ეს არის ქართველი ხალხი და ამ ინტერესებიდან გამომდინარე არის მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო რუსეთმა აგრესიული ომი. ის, რომ ქართველი ხალხის სახელით ვმოქმედებთ და მის ინტერესებში, დასტურდება იმ თანხმობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხისგან ამ პოლიტიკის განხორციელებით. ამ პოლიტიკამ უზრუნველყო სწორედ ის, რომ საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხოების სათანადო სტანდარტს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა ვართ, სადაც ორი ტერიტორია არ არის ჩვენი პირდაპირი კონტროლის ქვეშ, მიუხედავად ამისა, გვაქვს უსაფრთხოების ის დონე, რომელიც საკმარისია ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ასამაღლებლად. ბევრს აქვს მცდელობა, იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებაზე, სხვადასხვა ინტერესი ყოველთვის იკვეთებოდა საქართველოში ისტორიულადაც და ეს ისტორია მეორდება, მათ შორის, ახლა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ, მგონი, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაამტკიცა ერთი რამ, რომ ერთადერთი სუბიექტი, ეს არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სასიამოვნო სიახლის შესახებ მინდა გახაროთ…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ტაძრიდან, სადაც სასწაულები ყოველდღიურად ხდება

მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში, სადაც წმინდა ნექტარიოს ეგინელის სარტყელია დაბრძანებული, მორწმუნეებს მისვლა და მოლოცვა მთელი კვირის განმავლობაში შეუძლიათ. დილის 10:00-დან საღამოს 18:00 საათამდე. ამის შესახებ სასულიერო პირი საუბრობს და სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.„სასიამოვნო სიახლის შესახებ მინდა გახაროთ, წმინდა ნექტარიოსის ხატს მირონი წამოუვიდა, შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ ეს ყველაფერი. წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულები კვლავ გრძელდება,“ - ამბობს სასულიერო პირი.ვრცლად ↓ 

წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა… – ამინდი უარესდება

29 ივნისი - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით +14, +19°,  დღისით +23, +28°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით  +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°,  დღისით +16, +21°.

პედრო სანჩესმა პრაიდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა – „ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც შეიძლება, თავისუფლად იყო, შეიყვარო და გამოხატო თავი“

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს ლგბტქი+ უფლებების დაცვას.სანჩესმა პრაიდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ესპანეთი თავისუფლების, სიყვარულისა და თვითგამოხატვის საუკეთესო ადგილია.„ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც შეიძლება, თავისუფლად იყო, შეიყვარო და გამოხატო თავი. მათთვის, ვინც გზა გაიკვალა  და მათთვის, ვინც ამას განაგრძობს. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და დავიცავთ მოპოვებულ ყველა უფლებას“, – წერს სანჩესი სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა რთულ პერიოდს გადის, თუმცა ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა.„ჩვენ რთულ ეტაპს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი რამე გვასწავლა. მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა თვითონ ცნება – „რუსეთის მოქალაქე“, – განაცხადა პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე.მისი თქმით, რუსეთი ყველა გამოწვევას გაუმკლავდება, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებსაც.„ჩვენი წამყვანი პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობა ჩვენი ქვეყნისთვის რთულ, შეიძლება ითქვას, საბედისწერო დროს იმართება: მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური სისტემური ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს და ამიტომ ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა.„კიევის რეჟიმი მთელ ფრონტის ხაზზე უკან იხევს და ამიტომ გადავიდა ღიად ტერორისტულ ქმედებებზე. სხვა რა შეიძლება, ვუწოდოთ მიზანმიმართულ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე?“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელია.„რუსეთი განიცდის უხეშ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ზეწოლას დასავლური ელიტების მხრიდან. მათ სურდათ ჩვენი სტრატეგიული დამარცხება, ჩვენი ბრძოლაში დამარცხება, თუმცა არ გამოუვიდათ. ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას, შიდა დაპირისპირების გამოწვევას – ესეც არ გამოსდით“, – განაცხადა  პუტინმა.

ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ისრაელი შეუერთდა იმ 32 ქვეყანას, „რომლებმაც ისტორიული სიმართლე აღიარეს“.„სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არასდროს არის გვიან. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერისთვის და მთავრობის მინისტრებს იმ რეზოლუციის ერთხმად დამტკიცებისთვის, რომელიც ჩემი ინიციატივით ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ითვალისწინებდა. ამით ისრაელი შეუერთდა 32 ქვეყანას, რომლებმაც ისტორიული სიმართლე აღიარეს და უარყვეს მისი უარყოფის მცდელობები”, – დაწერა საარმა სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების სისტემურ განადგურებასა და იძულებით დეპორტაციას გულისხმობს. თურქეთი აღიარებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ბევრი სომეხი ოსმალურ ძალებთან შეტაკებებისას დაიღუპა, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს მსხვერპლის რაოდენობას და დღემდე უარყოფს, რომ ეს მკვლელობები სისტემატურად იყო ორგანიზებული და გენოციდს წარმოადგენდა.

ბოლო სიახლეები