შალვა პაპუაშვილი: საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, იმედი გვაქვს, ყველა გააცნობიერებს საკუთარ შეცდომას და მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან

Read Time:46 Second

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, თუ რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური. პირდაპირ სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ის ცალმხრივი დეზინფორმაციის შემცველი, ფაქტებით დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაობიექტურობა გვაფიქრებინებს, თუ რა არის ამის უკან მოტივაცია. როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან ასეთი განსჯებია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ობიექტურად არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან ივნისშიც იმსახურებდა, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებები როგორიც არის – ზედაპირული, სათაურის იქით რომ არ მიდის ფიქრი და განსჯა, ამის გამო ხდება სამწუხაროდ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. იმედი გვაქვს, რომ ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს მათ შორის საკუთარ შეცდომებს. ვგულისხმობ იმ სამ რეზოლუციას ჩაწერილ დეზინფორმაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ბეჟაშვილი: ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის უნარების გამოყენებითაა შესაძლებელი
Next post გიორგი ჩაკვეტაძე – სააკაშვილი ხელოვნურად იუარესებს ჯანმრთელობას, რათა გათავისუფლდეს, ერთმა საქმემ, თუნდაც ეს ეხებოდეს ყოფილ პრეზიდენტს, არ უნდა გადაწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი