შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

Read Time:32 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იაელ ბრაუნ-პივესთან.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების, კულტურის, განათლების და ვაჭრობის მიმართულებებით.
ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში  საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის როლზე 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში და მიმოიხილა, ამ მხრივ, საქართველოს პროგრესი. აგრეთვე, გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ იაელ ბრაუნ-პივესმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა თბილისში დაგეგმილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 5,8000 – ბათუმში გოლიათი მართა დაიბადა
Next post თინა ბოკუჩავა ოპოზიციას: ვისურვებდი, არ იყოს ერთმანეთთან ხიდების დაწვის მცდელობა, რადგან ეს გამარჯვებაზე პირდაპირ უარის თქმა იქნება