შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი ბრძოლების მოგება ომის მოგების განუყოფელი ნაწილია, დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ქართული მხარის ძალისხმევა წვლილს შეიტანს სამართლიანობის აღდგენასა და ქვეყნის გაერთიანებაში

Read Time:54 Second

სამართლებრივი ბრძოლების მოგება ომის მოგების განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ქართული მხარის ძალისხმევა წვლილს შეიტანს სამართლიანობის აღდგენასა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაასრულა 2008 წლის ომის გამოძიების ეტაპი და გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ რუსეთმა და მისმა საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა ომის დანაშაულები (უკანონო პატიმრობა, წამება, არასათანადო მოპყრობა, მძევლად აყვანა და სხვა).

„პროკურორი ასკვნის, რომ „ეს დანაშაულები წარმოადგენს გამოვლინებას ისეთი უფრო მასშტაბური და ფართოდ გავრცელებული დანაშაულების, როგორებიც იყო ქართული სოფლების და სახლების ძარცვა და განადგურება, აგრეთვე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთლიანი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა“.

აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი სამხედროები იცავდნენ ომის კანონებს და შესაბამისად, ისინი არ იქნებიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შემდგომი შესწავლის საგანი. თითოეული ომის დანაშაულის იდენტიფიცირება და აღრიცხვა მნიშვნელოვანია. ეს არის ის ღირებული ქართული გამოცდილება და გაკვეთილი, რაც 2022 აპრილში კიევში ყოფნის დროს ჩემს უკრაინელ კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს გავუზიარე. სამართლებრივი ბრძოლების მოგება ომის მოგების განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ქართული მხარის ძალისხმევა წვლილს შეიტანს სამართლიანობის აღდგენასა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაში“, – წერს შალვა პაპუშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „საქართველო არის ოკუპირებული და თითოეული ჩვენგანის ვალია, ვიზრუნოთ ქვეყნის დეოკუპაციასა და მშვიდობიან განვითარებაზე“
Next post რატი ბრეგაძე: „უღირსი საქციელის ჩამდენს უნდა მოექცე ღირსეულად – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შვილებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს ყველა სხვა ბავშვთან ერთად“