როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ღირსეულად ევროპისკენ, ორ ფეხზე და არა ცალ ფეხზე ევროპისკენ, ჩვენ მოქალაქეებს ვგულისხმობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები დღესვე, როგორიც აქვთ ევროკავშირის მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც აქვს ევროკავშირის მოქალაქეს.
„გერმანიაში არსებობს ლობისტების რეესტრი და გერმანული საერთაშორისო გამჭვირვალობა რეგისტრირებულია როგორც ლობისტი, რადგან ისინი ჩართულია პოლიტიკაში, ზემოქმედებენ და აქვთ საკუთარი ინტერესები. საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც აქვს ევროკავშირის მოქალაქეს. როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ არიან ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, ასეთივე უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს იცოდეს ამის შესახებ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ღირსეულად ევროპისკენ, ორ ფეხზე და არა ცალ ფეხზე ევროპისკენ, ჩვენ მოქალაქეებს ვგულისხმობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები დღესვე, როგორიც აქვთ ევროკავშირის მოქალაქეებს. მათ აქვთ ინფორმაციები, იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, ზუსტად ასე უნდა ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
