შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

Read Time:29 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლუის კაპულას სანტოს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესზე. ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართულ მხარეს პორტუგალიის გამოცდილება გააცნო და ევროკავშირში წევრობის გზაზე პორტუგალიის მხარდაჭერა დააფიქსირა.

„შეხვედრებზე მიმოიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში და მისი გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, აგრეთვე, განვითარებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილმა სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა მოიხადოს – თუ დღეს კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ იქნება, ხვალ ჩვენ მახინჯი მართლმსაჯულება გვექნება
Next post იმერეთში მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა – სასურსათო მაღაზიაში ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა