შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ საქმე ქართველი ხალხისთვის არის გარკვეული, მათი მიზანია, „ქართული ოცნება“ არ დარჩეს ხელისუფლებაში

Read Time:1 Minute, 30 Second

„სამართლიანი არჩევნების“ საქმე ქართველი ხალხისთვის არის გარკვეული, მათ აქვთ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მიზანი, რომ „ქართული ოცნება“ არ დარჩეს ხელისუფლებაში, მათი მოსაზრებები არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ქართველი ხალხის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნების მიმართ ნდობა არ არსებობს.

„მოქმედი ხელმძღვანელიც, ქალბატონი ნინო დოლიძეც მალავდა დაახლოებით რვა თვე იმ უბნების სიას, სადაც მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა. მაშინ „ისფედმა“ ორი ტყუილი თქვა, პირველი იყო შედეგები და მეორე, თითქოს უბნების რვა პროცენტში იყო მეტობა. ეს ტყუილი დღემდე ასახული ევროსაბჭოს მაშინდელი რეზოლუციის დანართებში. ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ წარმოედგინათ სია იმ უბნების, რომელსაც დააკვირდნენ, რათა შეგვედარებინა. მე შევხვდი მაშინ ნინო დოლიძეს, ის გვატყუებდა, ჯერ ამბობდა, რომ ეს მეთოდოლოგიით არ არის დაშვებული, როცა ჩვენ მეთოდოლოგიას გავეცანით და ვუთხარით, რომ არ არსებობს ასეთი რამ. ბოლოს 2021 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც საგამოძიებო კომისიამ მოსთხოვა და მიხვდნენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენდნენ, მოუწიათ ამ სიის წარმოდგენა. დადგინდა, რომ ესეც იყო ტყუილი და არანაირი მეტობა არ არსებობდა. ნინო დოლიძე ატყუებდა პარლამენტს, რომ არ ჰქონდა უფლება, მიეცა ეს დოკუმენტები. „სამართლიანი არჩევნების“ საქმე ქართველი ხალხისთვის არის გარკვეული. მათ აქვთ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მიზანი, რომ „ქართული ოცნება“ არ დარჩეს ხელისუფლებაში. მათი მოსაზრებები არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ქართველი ხალხის მხრიდან. მათი დასკვნების მიმართ ნდობა არ არსებობს. გუშინ ვისმენდი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის კომენტარს, რა მოხდა შეცდომა იყო და ვაღიარეთო. ის, რომ პარალელური დათვლის შედეგები არ იყო სწორი, თავისივე ნათქვამით რამდენიმე დღეში დაადგინეს და ერთი თვე იტყუებოდნენ, რომ შედეგები იყო სწორი. მერე გაირკვა, რომ დონორიც ეხმარებოდა მათ და აჯერებდნენ ხალხს ტყუილს. ხელს უწყობდნენ რადიკალურ ოპოზიციას, რომ დაერბიათ პარლამენტი, ცესკო თუ მიტინგები ჩაეტარებინათ. ასევე, ამბობენ, გადადგა ხელმძღვანელი და ჩვენი პასუხისმგებლობა  მოიხსნაო, ნახეთ ის ხელმძღვანელი სად არის, ევროპის საარჩევნო-სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომელია და ძალიან კარგ ადგილას არის, კარგი ხელფასით, ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანს ასეთი თბილი ადგილი რომ გამოეძებნა, ეს კიდევ სხვა გამოკვლევის საგანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიცია დღეს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს
Next post „მამამ ორმოში ნახა თავისი შვილი…“ – ცნობილია თბილისში მოკლული 22 წლის გოგოს ვინაობა