შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს – აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის

Read Time:46 Second

ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე მოსაზრებით, ოპოზიციის მხრიდან აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის.

„მე წარმომიდგენია, რომ ზრდასრულმა ადამიანებმა, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვასა და პოლიტიკაზე, აკვიატებებს თავი უნდა დაანებონ, უნდა ისაუბრონ ფაქტებით, მტკიცებულებებით და საკუთარ სამშობლოზე ფიქრით. შეხვედრის კონკრეტული თარიღი დანიშნული არ არის. სხვა მხრივ, ყველანაირად მიდის მუშაობა, რომ ყველა მხარე განეწყოს არა რაუნდისთვის, არამედ შეთანხმებისთვის. მთავარი ის კი არ არის, რომ შეხვდნენ მხარეები ერთმანეთს, მთავარია, შევთანხმდეთ. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ შეთანხმების კუთხით საარჩევნო რეფორმის კუთხით, საგამოძიებო კომისიის კუთხით და ა.შ. ჩვენმა ოპონენტებმაც დაასახელონ, რას აკეთებენ თავის მხრივ. აქციების შეწყვეტა კომპრომისი არ გახლავთ. ისინი კანონდარღვევას ჩადიოდნენ პიკეტირებით. კანონდარღვევაზე თუ ხელი აიღეს, ეს არ ნიშავს კომპრომისს, ეს ნიშნავს, რომ კანონის ჩარჩოში დაბრუნდნენ. რაც შეეხება პლებისციტს, ჩვენი პასუხი ნათელი და მარტივია – რიგგარეშე არჩევნები შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობის შედეგებზე მოსახლეობის ნება არ აისახა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: საზოგადოებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, ეს ველურობაა
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი