შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: გუშინ ჩვენ გაცოცხლებული ბანერი ვიხილეთ

Read Time:42 Second

„გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ. ცხვირი ჰგავდა? – ჰგავდა, ყური ჰგავდა? – ჰგავდა და ასევე ჰგავდა ქცევაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ამით, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარი ინციდენტი შეაფასა და მელიას ქცევა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე გამოსახულ შინაარსს შეადარა.

„ჩვენი ოპონენტები ბანერებზე მაღალი მორალური პიედესტალიდან საუბრობენ – შევიდნენ საკუთარ Facebook-გვერდზე. შედით „ევროპული საქართველოს“ გვერდზე და ნახეთ, როგორი ბანერები აქვთ. თუ დაბეჭდილ ბანერს სხვა წონა აქვს და ციფრულ ბანერს სხვა? მათ ზიზღის ენის შემცველი ვიდეოკლიპები აქვთ გადაღებული, რომლის განთავსებასაც ითხოვდნენ და ტელევიზიისგან უარი მიიღეს, თუმცა უჩივლეს და მოიგეს კიდეც. ზიზღის ენა ჩვენი გამოხატვის თავისუფლება არისო. ჩვენი ოპონენტები ამას წლების განმავლობაში ამკვიდრებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიისვე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ნუ გააიგივებთ ამ ბილბორდებს „ქართულ ოცნებასთან“, არ არის კავშირში ჩვენს პარტიასთან და რა ვქნათ, ხომ არ დავიბრალებთ?“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ
Next post ჯანმომ კოვიდპაციენტების გარკვეულ ნაწილში Regeneron-ის ანტისხეულების კოქტეილის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია