სამშაბათი, ივნისი 16, 2026

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც „მოდელირებული ქრონიკა“ შექმნა, ახლაც ამის მცდელობა აქვთ

ვერც წინ მიდიან, ვერც უკან – ერთ ადგილს ტკეპნიან. ვფიქრობ, ეს არის მათი, როგორც პოლიტიკოსების პიროვნული ტრაგედია და ტრაგედია მათი პოლიტიკური ძალისთვისაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებს – არანაირი საარჩევნო დაპირება, შეხვედრები ხალხთან და საარჩევნო პროგრამა. სწორება მათ მხოლოდ სამ ოქტომბერზე აქვთ – ისევ ძალადობაზე, ქუჩაში აქციებზე, პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე.

„ეს არის რაღაც აღქმების შექმნა. ეს არის ის პოლიტიკურ ძალა, რომელმაც „მოდელირებული ქრონიკა“ შექმნა. აქედან გამომდინარე, ამ მოდელირების მცდელობა აქვთ ახლაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„წინა დღეს იუბილარი იყო…“ – ცნობილი თურქი მსახიობი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი თურქი მსახიობი, სერიალ „შერბეთის“ ვარსკვლავი, ეჯე ირთემი, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.ეჯე ირთემი 1991 წლის 14 ივნისს, თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადა.მსახიობმა კარიერა 2014 წელს დაიწყო და მონაწილეობა მიიღო არაერთ პოპულარულ თურქულ პროექტში.

ილია თოფურია – გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო

ილია თოფურიამ თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ განცხადება გაავრცელა.„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო და დატოვე კიდეც.პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი – მარცხენაშიც.გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ.ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი და მომზადებული გამოვედი. ეს შენი ღამე იყო.ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი ერთად დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო.და მერწმუნე, ჩვენი ისტორია ამით არ დასრულებულა, ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება“, – წერს თოფურია.

დონალდ ტრამპი – გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უპრობლემოა

გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, „ისინი მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო, დაცული და უპრობლემოა“.„ასევე არსებობს გადაადგილების სხვა მარშრუტებიც!!!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ვარლამ ლიპარტელიანი – საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის

აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, ვარლამ ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე – „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“.„საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კონფლიქტების შედეგად საკუთარი სახლები და მშობლიური კუთხეები დაკარგეს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოსთვის არა მხოლოდ სივრცითი განვითარების, არამედ მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა სიტყვით გამოსვლისას.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და ბორდის წევრები – მარიამ გრიგოლიშვილი და თეკლა თიკანაშვილი, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, ქალაქ შუშაში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით – „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში – მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.

გია ვოლსკი – თავადაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება

თავადაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა და მოლდოვა თუ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი. სწორედ ამიტომ ველოდები, რომ ივლისში დარჩენილ ხუთივე კლასტერსაც გავხსნით“. „მთავარი აქცენტი უკრაინაზე კეთდება, რადგან ომი დაიწყო თუ არა, იმ წუთიდან, მაღალი ტრიბუნებიდან განცხადებები კეთდებოდა, რომ უკრაინა ევროპის გამო სისხლს ღვრის და ევროპამ თავისი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა გადადგას. დაპირებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი სწრაფად გახდებოდა. სკეპტიკოსებმა და კრიტიკოსებმა როდესაც ხმა ამოიღეს და თქვეს, რომ უკრაინაში დაღვრილი სისხლის ოდენობა ნამდვილად არ არის იმ რეალობის შესაბამისი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიცემა ჰქვია, მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ევროკავშირის წევრი უკვე სწრაფად გახდეს, თუმცა აქ ის რეალობა გამოჩნდა, რასთანაც გვაქვს საქმე. მონაცემები, რაც უკრაინას და მოლდოვას აქვთ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ ევროკავშირის წევრი ერქვათ. ორივეს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო სტანდარტები არ აქვთ და ამიტომ, დათქმის აუცილებლობა წარმოიშვა. ანუ, ფანდი მოიფიქრეს – ომობ, სისხლს ღვრი, ცრემლს ღვრი, მაგრამ სამაგიეროდ, აგერ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხარ, კი ბატონო, უმძიმეს მდგომარეობაში ხარ, მაგრამ უკვე შემდგომ ეტაპზე ევროკავშირის წევრი გახდები. თავადაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებიათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით. აქედან გამომდინარე, ფანდი მოიფიქრეს, რომ ეს დაპირება ჰაერში გამოკიდებული არ დარჩეს და კრიტიკოსთა ცეცხლის სამიზნე არ გახდეს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ეს სტანდარტი და უკრაინის მიმართ ასეთი მიდგომა არასწორია. ყველამ დავინახეთ, რეალობაში რა ხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები