შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნები და მიდგომები ცვალებადია – ხან მშვიდობის მტრედებად გვევლინებიან და ხან კაბინეტებიდან გამოყრით იმუქრებიან

Read Time:36 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნები და მიდგომები ცვალებადია – ხან მშვიდობის მტრედებად გვევლინებიან და ხან კაბინეტებიდან გამოყრით იმუქრებიან – ეს გვაჩვენებს ზუსტად იმას, რომ სინამდვილეში ისინი რეალური პოლიტიკით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ ხელმძღვანელობენ ერთადერთი ამოცანით – მიხეილ სააკაშვილი რამენაირად გამოიყვანონ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მიხეილ სააკაშვილი დაუსჯელი დარჩეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ნაბიჯი არის იმ აბსოლუტური ძალაუფლების დაბრუნება, რომლის ანატომიასაც ახლა ყველა ვსწავლობთ. მაგალითად, იმ 9 მილიონის კორუფციის საქმეზე, სადაც დოკუმენტურად მტკიცდება და ჩანს, თუ როგორი კორუფციული სტრუქტურები ჰქონდათ აწყობილი, როგორ ჰქონდათ მორგებული საკუთარ ფუფუნებაზე ქვეყნის ბიუჯეტი, აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს ცვალებადი მოთხოვნები, ვინაიდან ერთ ტაქტიკას რომ შეეცდებიან და წარუმატებელი აღმოჩნდება, შემდეგ გადადიან მეორეზე, მესამეზე და ეს ყველაფერი ერთმანეთს რადიკალურიად ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი: ყველაზე ნათელი გზავნილი შერიგების თაობაზე იქნებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეწყალების აქტის განხორციელება
Next post დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის ეტაპის დასრულდების შემდეგ გადავა იქ, სადაც უნდა იყოს