შალვა პაპუაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე: ჩვენ არ ვართ რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენით წყდება ასეთი საკითხები – ის, ვინც აყენებს პრეტენზიებს, მან უნდა მოიტანოს მტკიცებულებები

Read Time:41 Second

როდესაც დაგაბრალებენ, რომ ხარ სპილო, უნდა შექმნა კომისია და დაამტკიცო, რომ არ ხარ სპილო – აი, ეს არის ის მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში მოუშვას ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც იმხელა გაგება არა აქვთ სახელმწიფოებრიობის, რომ როდესაც შენი ქვეყნის მართლმსაჯულების წინააღმდეგ პრეტენზიებს აყენებენ, მინიმუმ ხომ უნდა იკითხონ, ამის უკან არის თუ არა მტკიცებულებები. „ქართული ოცნება“ ხომ სვამს კითხვას, სად არის მტკიცებულებები, რომელიმე ოპოზიციონერისგან მოგისმენიათ 1 კითხვა მაინც? ჩვენ არ ვართ რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენით წყდება ასეთი საკითხები. ჩვენ საქმე გვაქვს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ბრალდებასთან. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი უყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კორუმპირებულებს უწოდებს მოქმედ მოსამართლეებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ის, ვინც აყენებს პრეტენზიებს, მან უნდა მოიტანოს მტკიცებულებები. თუკი მტკიცებულებები არ არის, პრეტენზიას არ აქვს საფუძველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: თუ გადავხედავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიას, ვფიქრობ, დღევანდელი ოპოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე უუნარო და არაპატრიოტული
Next post გიორგი ვოლსკი: ჩვენ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესს ვადევნებთ თვალს