შალვა პაპუაშვილი: მივიღეთ პასუხი, რომ ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობას აგრძელებს

Read Time:25 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისია მუშაობას აგრძელებს.

„ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა, ის არ არის გაწვეული და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ასევე გვითხრეს, რომ დასკვნა ამ პროექტზე იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ეს არის ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, უკრაინული კანონის დასკვნა იქნება, თუმცა როდის კონკრეტულ თარიღს ვენეციის კომისია ვერ ასახელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფოთში, კლინიკა “ბომონდში” “გოლიათი” ბავშვი დაიბადა
Next post დედაქალაქის მერმა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა