შალვა პაპუაშვილი – „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებით, შესრულდა ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი და დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის

Read Time:1 Minute, 6 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„პარლამენტის მიერ შარშან მიღებული კანონებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონია. ამ რეფორმით ჩანაცვლდა ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოქმედი კანონი, რომელსაც, განსაკუთრებით დერეგულაციის ტალღის შედეგად, თითქმის სრულად გამოცლილი ჰქონდა შინაარსი.

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. კანონი იხ. აქ https://bit.ly/33ggQ7Z

ამით, შესრულდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი, ქართული საკორპორაციო კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის სამართალს და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის.

გასახარია, რომ მიუხედავად რთული წლისა, პარლამენტმა ამ ისტორიული რეფორმის განხორციელება შეძლო. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სარჯველაძეს, რომელმაც ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო შარშან პარლამენტის წევრის რანგში, უხელმძღვანელა პროექტის შექმნის პროცესს და ის კანონად აქცია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეცნიერს, მოსამართლეს, ადვოკატს, ბიზნესის წარმომადგენელს, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, რომლებიც როგორც ავტორი, თუ როგორც პროექტის განხილვის დროს კონსულტაციის გამწევი, ჩართული იყვნენ ამ კანონის შექმნაში.

ახლა, ჯერი კანონის სწორ დანერგვაშია, რისთვისაც გადამწყვეტია მეცნიერებისგან ბევრი სტატია და წიგნი ამ კანონზე, ხოლო პრაქტიკოსებისგან – თითოეული ნორმის გააზრება და სწორი გამოყენება.

ამ საქმეში, ერთ-ერთი დამხმარე, ქვემოთ ბმულზე მოცემული განმარტებებიც იქნება, რომელიც ჯერ კიდევ კანონის ბოლო რედაქციის მიღებამდე შეიქმნა და რომელშიც კანონპროექტის თითოეული ნორმა დეტალურად არის ახსნილი. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა ამ განმარტებების ავტორებს გიორგი ჯუღელს და გეგა გიგუაშვილს.

https://bit.ly/3zD5xCX“, – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის გვერდზე „ფეისბუქში“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით, ვგმობ ძალადობას და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს
Next post ივანე ჩხაიძე: ჩვენ უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში დამთავრდა ინფიცირების მეხუთე ტალღა და ახლა ვართ მეექვსე ტალღის დასაწყისში