შალვა პაპუაშვილი: მამუკა ხაზარაძე არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირელობიდან მილიონერი გახდა

Read Time:1 Minute, 3 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,”ლელომ“ 2020 წელს არჩევნებში აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს კი, 2 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.

„რაც შეეხება „ლელოს“ სხვადასხვა სახის კამპანიას, ცდილობენ, საკუთარი მედიის საშუალებით რაღაცნაირად თავი შეინარჩუნონ მედიის დღის წესრიგში, თორემ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ მათი ყოფნა-არყოფნის სკაითხი პოლიტიკური თვალსაზრისით. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ 2-პროცენტიან პარტიაზე. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი. ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.

2-პროცენტიანი პარტია რომ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს თავისთავად უკვე კომედიაა. ამ კომეიდის ჟანრში არიან დიდი ხანია. ხან არითმეტიკაში აიერევიან ხოლმე, ხან თავიანთ პოლიტიკურ გზავნილებში, მათ შორის ვნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მათ შორის, ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე. სულ ახლახან იყო ერთ-ერთი ბანერი, რომელზედაც გუშინაც იყო საუბარი, რომ ვიზუალურადაც კი აბსოლუტურად მუქარის შემცველია, როცა ამ ბანერზე პირდაპირ იკვეთება მქუარა.

მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირელობიდან მილიონერი გახდა. როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირელები მილიონრები, ეს კარგად ვიცით, როგორც რუსული გარემოდან, ასევე,  ისიც საუბრობს, როგორ იშოვა თავისი მილიონები რუსეთში. ასე რომ, ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი მაშინ, როგორც ჩანს, ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას მიაქციო საზოგადოებამ ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი: ხმის მცველების სკოლა კეთდება, სადაც ადამიანებს გადავამზადებთ
Next post დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალურ ოპოზიციაში არჩევნებზე მეტად არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან და “გაყალბებულ არჩევნებზე” ახლავე იწყებენ საუბარს, რაც შედეგიანი მათთვის არც ამ შემთხვევაში არ იქნება