შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ელეთ-მელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, იჯდეს მშვიდად სახლში და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, რადგან საქართველოს ძალიან ბევრ დროშას დაინახავს ქუჩებში

Read Time:1 Minute, 47 Second

თუ ვინმეს ელეთ-მელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში, იჯდეს მშვიდად სახლში და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, რადგან საქართველოს ძალიან ბევრ დროშას დაინახავს ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ორი დროშა – საქართველოს ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა.

„კიდევ უფრო მეტად იმედგამაცრუებელია, რომ ვნახე, ამ საკითხში, თუ მათ შორის, დეზინფორმაციულ პროპაგანდაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. რამდენჯერ უნდა ითქვას ამაზე, ორგანიზაციები, რომლებზეც იხარჯება უცხო ქვეყნის ფული. ხვალ არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული და ორგანიზაციები, რომლებშიც დონორები ხარჯავენ ფულს, დგანან ახლა და საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ასეთ ისტერიას მართავენ, შემდეგ იმ დონორების, თუ იმ საელჩოების წარმომადგენლები ხვალ ტრიბუნებზე ისხდებიან, თავად აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას და პარალელურად, მათი დაფინანსებული „ენჯეოები“ ისტერიკას მოაწყობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ის დამოკიდებულება, რომელიც ადასტურებს ქვეყნის არაკეთილსინდისიერ დახმარებას. უცხო ქვეყნის ფული და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფული არ უნდა იხარჯებოდეს იმაში, რომ მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებს ჩააშხამონ ეროვნული დღესასწაული.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, თავად იცით, რომ თემა არასერიოზულია. ამასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება. ჩამოხსნა, არ ჩამოხსნა, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ორი დროშა – საქართველოს ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა. თუკი ვინმე ეძებს დროშას, თვალები გაახილოს და დაინახავს ამ დროშას.

რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს თემატურია და შეესაბამება თემატიკას. თუკი ვინმეს ელეთ-მელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში, იჯდეს მშვიდად სახლში და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, რადგან საქართველოს ძალიან ბევრ დროშას დაინახავს ქუჩებში. კიდევ ერთხელ, მივმართავ ყველას, განსაკუთრებით, მოქალაქეებს, ხედავენ, რომ ჩვენს ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ერთადერთი მიზანი, რამე მოიფიქრონ, რომ არიონ, ხალხს ნერვები მოუშალონ, ცუდ განწყობაზე დააყენონ. ხვალ გვაქვს უდიდესი ზეიმი, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, ადამიანები, რომლებიც ასაკიდან გამომდინარე ამ დღეს მოესწრნენ, დღეს, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ასაკოვან ადამიანებს ერთი ემოციური კავშირი აქვთ ამასთან, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, რომლებიც იმიტომ რომ დაბადებულები არ იყვნენ ან პატარები იყვნენ, თავის დროზე ვერ იზეიმეს ეს დღე, ახლა ზეიმობენ. აცადონ ქართველ ხალხს საკუთარი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა, აცადონ, როგორც ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ასევე იმ „ენჯეოებმა“, რომლებმაც არ იციან, სად წაიღონ უცხოური ფული და ნაცვლად იმისა, რომ ნერვები უშალონ საკუთარ მოქალაქეებს, დასხდნენ თავიანთ ოფისებში, დასხდნენ საკუთარ სახლებში, თუ არ სიამოვნებთ საკუთარი დროშის დანახვა, იყვნენ სახლში. კიდევ ერთხელ, ხვალ იქნება ძალიან ბევრი ქართული დროშა, საქართველოს, თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი: აღდგომილი და ამაღლებული უფალი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
Next post მიხეილ სააკაშვილი: დღეს ჩემთან იმყოფებოდა ანდრეი კასიანოვი რომელიც ასრულებს თავის მუშაობას – დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის