შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას: თქვენთან მიმართებაში რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა

Read Time:42 Second

თქვენთან მიმართებაში რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა. რაც შეეხება თანამშრომლობით და ნდობით ურთიერთობას, ეს ორმხრივი მოძრაობის გზაა და ზოგადად, უნდა არსებობდეს თანამშრომლობითი გარემო, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში არ არის უზრუნველყოფილი.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გაწერილია ის ინსტრუმენტები, რომელიც პარლამენტის წევრს აქვს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის და ყველას აქვს შესაძლებლობა ეს მეთოდები გამოიყენოს.

„როცა კომიტეტის ვიზიტი იყო, თუ არ ვცდები, თქვენ ბრძანდებოდით. ასევე იყო საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტიც. რაც შეეხება განსაკუთრებით საგარეო ვიზიტებს, დელეგაციის ხელმძღვანელი ადგენს შემადგენლობას. დელეგაცია წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის სახელით გამოდის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელის სიტყვა გადამწყვეტია ამ მხრივ, როგორი კონფიგურაცია ჰქონდეს დელეგაციას. არსებობს შერეული ჯგუფებიც და თქვენ გაქვთ საშუალება, როგორც სხვადასხვა ასამბლეაში წევრს საქართველოდან, იქ მიიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად – აბა, რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში
Next post პაატა მანჯგალაძე: სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი სჭირს, თუ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს, ეს იქნება სამართლიანობის აღსრულება