შალვა პაპუაშვილი: ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს

Read Time:1 Minute, 26 Second

საარჩევნო რეფორმა, პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერება, იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციების და მედიაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა მემორანდუმი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა და რომელსაც შემდეგ „ევროპელი სოციალისტებიც“ შემოუერთდნენ. 2 მარტს, სამუშაო ჯგუფის ერთთვიანი მუშაობის შედეგად, დავაინიცირეთ რეფორმების პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც.

„რეფორმების პაკეტში მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ასახულია სამუშაო ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებები, კერძოდ, 12 სარეფორმო პუნქტიდან 5 სწორედ სამუშაო ჯგუფის წევრების ინიციატივაა. დღეს ჩენ ვასრულებთ მემორანდუმის ბოლო პირობასაც და ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი მიმართულებით. პირველი. როგორც იცით, ქართული ოცნების ინიციატივით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდა 1%-იანი ბარიერის პირობებში, რის შედეგადაც საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. 2020 წლის არჩევნები 2024 წლისთვის დადგენილი 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, მანდატებს მიიღებდა მხოლოდ ორი სუბიექტი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ მაღალია პოლარიზაციის დონე.
3%-იანი ბარიერის პირობებში 2020 წლის არჩევნების შედეგად მანდატებს 6 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებდა, რაც უზრუნველყოფდა პარლამენტში პარტიულ მრავალფეროვნებას, და ამავდროულად მაღალი ალბათობით დატოვებდა პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობას. ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ამოცანა, ამ ეტაპზე, ორპოლუსიანი სისტემის მრავალპოლუსიანი სისტემით ჩანაცვლებაა, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შუწყოს პარტიებს, უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს ბარიერის 3%-მდე დაწევას
Next post შალვა პაპუაშვილი: ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის ნაწილმა ამ ცვლილებების მასშტაბი გაიაზროს