შალვა პაპუაშვილი „ევროპულ საქართველოზე“: როცა სიცრუესა და ნეგატივზე აქვს აწყობილი კამპანია პარტიას, შეუძლებელია ამან თავად არ დააზიანოს

Read Time:31 Second

როდესაც არჩევნებზე ასეთ კატასტროფულ მარცხს განიცდის პარტია დაშლა და დეზინტეგრაცია მოსალოდნელია, ამიტომ რაც „ევროპულ საქართველოში“ ხდება ეს მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც სიცრუესა და ნეგატივზე აქვს აწყობილი მთელი კამპანია პარტიას, შეუძლებელია ამან თავად ეს ორგანიზმი არ დააზიანოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან „ქართული ოცნების“ წევრი ოპოზიციაში და „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს, გარკვეულწილად ბოიკოტის რეჟიმსაც უკავშირებს. „ჩვენს ოპონენტებშიც არიან ცალკეული დეპუტატები, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში მაგრამ არიან მოქცეული წრეში, რომელსაც ვერ არღვევენ და ვნახეთ ვინც ეს წრე გაარღვია რა დღე დააყარეს და ასევე მათაც ვინც ამ წრის გარღვევას ცდილობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურამ ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Next post შალვა პაპუაშვილი: ოპონენტები ცდილობენ, სამართლებრივ სისტემას ძირი გამოუთხარონ