შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარების განცხადება ცინიზმია, ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა

Read Time:28 Second

დღეს ვნახე ევროპარლამენტარების განცხადება, ეს უკვე ცინიზმია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების საკითხზე რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ბორდში სხედან და ბორდის ხელმძღვანელები არიან. ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ აფინანსებდა „სირცხვილიას“. „მოლოტოვის კოქტეილების“კამპანიას რომ აფინანსებენ, მერე ამას მალავენ, შემდეგ გამოდიან ცინიკურად და განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს ევროპის ღირებულებებს არ შეესაბამება, ბოდიში მომითხოვია და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?!“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი: არა მგონია, „ქართული ოცნებამ“ ეს კანონი გაიწვიოს, მიიღებს კანონს და მიიღებს პასუხსაც, პასუხი იქნება მათი მოშორება
Next post გიორგი გამსახურდია: ნიკა გვარამიას სუბკულტურის მქონე ადამიანი ვერ მოექცევა საპროტესტო ე.წ. ტალღის სათავეში, მას ქართული საზოგადოება ვერ მიიღებს