შალვა პაპუაშვილი გახარიაზე: როდესაც ადამიანი ამბობს, რომ 50%-იანი მხარდაჭერაც კი არ წარმოადგენს ლეგიტიმაციის საფუძველს, ის ან დემოკრატიაში ვერ ერკვევა, ან თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას

Read Time:52 Second

როდესაც ადამიანი ამბობს, რომ 50%-იანი მხარდაჭერაც კი არ წარმოადგენს ლეგიტიმაციის საფუძველს, ის ან დემოკრატიაში ვერ ერკვევა, ან თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მოპოვება არჩევნებზე 50%-ის მიღების შემთხვევაშიც გაუჭირდება.

„გახარიას განცხადება „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის ნაკლებობაზე ნიშნავს ორ რამეს. პირველი – ეს არის ელემენტარული დემოკრატიის გაუგებრობა, თუ როგორ მოქმედებს დემოკრატია. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ 50%-იანი მხარდაჭერაც კი არ წარმოადგენს ლეგიტიმაციის საფუძველს, ის ან დემოკრატიაში ვერ ერკვევა, ან თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას და ამბობს, რომ მნიშვნელობა აქვს არა ხალხის მხარდაჭერას, არამედ აღქმებს და იმას, რას იტყვიან პოლიტიკური პარტიები. ამასთან გვქონდა საქმე არჩევნები შემდეგ. ზუსტად იმავეს ამბობდა „ნაციონალური მოძრაობა“ – მნიშვნელობა არ აქვს ფაქტებს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, მთავარია, თუ რომ ოპოზიცია თვლის არჩევნებს არალეგიტიმურად. ეს დამოკიდებულება ძალიან შორს არის დემოკრატიასთან. მეორე – ეს განცხადება არათუ ღირსებას არ მატებს გიორგი გახარიას, არამედ, პირიქით, წარმოაჩენს, რომ მისი ქცევა, რიტორიკა, დამოკიდებულება ყოფილი გუნდის მიმართ არ არის ღირსებით ნაკარნახევი. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ დაზიანება გახარიას არ გამოუვიდა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე – სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება მუშაობს მაქსიმალური ჩართულობით, თუმცა დაგვიანებები არსებობს, ამ გადატვირთვის პირობებში წარმოუდგენელია, ჩვენ ეს უარვყოთ
Next post ნათია მეზვრიშვილი – რამდენიმე თვეა, ხელისუფლებამ გაამრავალფეროვნა ზეწოლის, მუქარის და პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები