შალვა პაპუაშვილი: ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ზღვარი „ნაციონალურ მოძრაობას“, ზოგიერთ ტელევიზიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის უკვე წაშლილია

Read Time:39 Second

როგორც ჩანს, ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ზღვარი „ნაციონალურ მოძრაობას“, ზოგიერთ ტელევიზიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის უკვე წაშლილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ორი საკითხი იყო, რომელზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ მკაცრი განცხადებები გაკეთდა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას მათი დასკვნები ასე მკაცრი არ ყოფილა.

„ტელევიზიებთან დაკავშირებით ხაზგასმით აღინიშნა, მიკერძოება და ჩაიწერა კიდევაც, რომ პარტიული აქტივისტებივით იქცევიან. ვნახეთ, როგორ იქცეოდა გუშინ რამდენიმე ტელევიზია, რომლებიც პირდაპირ არჩევნების დისკრეტებას ცდილობდნენ.

ასევე, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია და გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, არის ის, რომ ამ ანგარიშში აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ეუთოს მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც პარტიული აქტივისტები, ისე იქცეოდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს დასკვნა მათ კვლევებსაც ეხმიანება. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში არასამთავრობოები თავად უნდა გაერკვნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – დღე არ ყოფილა, როდესაც მამუკა ხაზარაძე ან სხვა პარტიის წევრები მუშაობდნენ რომელიმე კანონპროექტზე, კარგი იქნება თუ „ლელოს“ სხვა წევრები სხვა აზრზე არიან
Next post რატი ბრეგაძე: „დროა, ჩამოძვრნენ მაგიდებიდან და პატივი სცენ იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც არის ქვეყანაში“