შალვა ნათელაშვილი: მხოლოდ ჩემი პრემიერობით წარმომიდგენია კოალიციური მთავრობა

Read Time:33 Second

მხოლოდ ჩემი პრემიერ-მინისტრობით წარმომიდგენია კოალიციური მთავრობა, სადაც ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ მინისტრის პოსტს,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„დღეს არცერთი მოქმედი ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი არ ვართ ჩვენი ერის ღირსი, ჩვენი ერი ბევრად მაღლა დგას, ბევრად მომზადებულია, ბევრად თავდადებულია, ვიდრე მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთად აღებული. მაგრამ არსებულში, რა თქმა უნდა, არის უკეთესი, ბევრად უკეთესი – ამიტომ მხოლოდ ჩემი პრემიერ-მინისტრობით წარმომიდგენია კოალიციური მთავრობა, სადაც ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ მინისტრის პოსტს და აიღებენ ვალდებულებას, რომ დემოკრატიული სოციალიზმი დამყარდეს, როგორც სისტემა და არა როგორც ერთჯერადი მოვალეობა, როცა პარტიები არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ კოსმეტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და მერე მსხვილი  კაპიტალის გამდიდრებას შეუდგებიან,“ – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა
Next post შრომაც გვასწავლა, დაფასებაც და ბევრი კარგი მაგალითი მოგვცა… – ილია თოფურია ბაბუაზე