შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სააკაშვილის საკითხისთვის წერტილის დასმას ხელისუფლების ჩამოშლა სჭირდება

Read Time:1 Minute, 6 Second

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხისთვის წერტილის დასმას ხელისუფლების ჩამოშლა სჭირდება.

„სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ დიდი ოპოზიციური პარტიაა, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაუშვა რუსი ოლიგარქის ხელისუფლებაში მოსვლა თავის საუბედუროდ პირველ რიგში.

ამიტომ, უნდა ვიცოდეთ ჩვენ ვისგან ვფინანსდებით, ვისთან ვართ ალიანსში, ვისთან ერთად ვახდენთ რევოლუციას, ვის ვიახლოვებთ… მრჩეველი იყო ივანიშვილი სააკაშვილის? ხომ იცით? ეკონომიკური მრჩეველი იყო. მთავარი ოპოზიციური ძალა ამ ქვეყანაში არის „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც 30 წელია თქვენი ინტერესებისთვის იბრძვის. დანარჩენი რომელი ოპოზიციური პარტიაა თავგადაკლული?

„ნაცმოძრაობამ“ უღალატა ქვეყანას, უღალატა საკუთარ ლიდერს, იდეებს, თუკი ჰქონდათ ასეთი. ვის აინტერესებს ახლა ვინ იქნება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე? ყველამ იცის, რომ ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. ქვეყანა ხელიდან გვეცლება, რა დროს ეგ არის? დასაწყისშივე უნდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ის გათავისუფლებას ექვემდებარება ულაპარაკოდ, ფაქტობრივად წამების მსხვერპლი გახდა, ისიც და საზოგადოებაც.

საზოგადოება იმიტომ გახდა წამების მსხვერპლი რომ 24 საათი ისმენს ივანიშვილის და „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირებას. სააკაშვილი ივანიშვილი, ივანიშვილი, სააკაშვილი…“, – აცხადებს ნათელაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საკითხისთვის წერტილის დასმა, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამას ხელისუფლების ჩამოშლა სჭირდება.

„პირდაპირ გეტყვით, ყოველგვარი შესავლების ემოციებისა და რთული პოსტულატების გარეშე, უნდა დატოვონ იანვრის თვეში პარლამენტი „ნაცმოძრაობამ“, ვაშაძის პარტიამ, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ. კვორუმი პარლამენტს არ ექნება და დაშლილია პარლამენტი, სააკაშვილიც გარეთ გამოვა და საქართველოც გამოვა გარეთ. ამათ, ისეც უნდათ და ასეც“, – დასძინა შალვა ნათელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი – ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა და 70%-იანი ზრდა გვაქვს
Next post საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მესამე შვილი შეეძინა