“ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე” – ნანა კაკაბაძე და სოსო რობაქიძე ე.წ. შერიგების კამპანიას არ ემხრობიან

Read Time:29 Second

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და სოსო რობაქიძე ეხმაურებიან. მათი განმარტებით, ისინი ე.წ. შერიგების კამპანიას არ ემხრობიან.

რობაქიძის თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი დიალოგი არა “ნაციონალურ მოძრაობასთან,” არამედ ხალხთან წარიმართება, რადგან პარტიების კოჰაბიტაციამ, მისი თქმით, შედეგი ვერ მოიტანა.

“18 წლის განმავლობაში ადამიანები ვწვალობთ სამართლიანობის აღდგენისთვის და ჯობია სამართლიანობა აღადგინონ, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე. მიხეილ სააკაშვილი გატყუებთ ამ შერიგებასთან დაკავშირებით, ისე როგორც მაგათ ჰქონდათ კოჰაბიტაცია და რა მოიტანა ამან?! – არაფერი,” – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

რაც შეეხება ნანა კაკაბაძეს, ის მიიჩნევს რომ საზოგადოება გახლეჩილი სულაც არ არის, შესაბამისად, შერიგების იდეა აზრს მოკლებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი – სტოლტენბერგმა ახსენა ცხინვალი და აფხაზეთი, რუსეთის საოკუპაციო ჯარი, რაც საქართველოს სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერაა, ამაზე მეტს განცხადების დონეზე ვერავინ იტყოდა
Next post დავით ზალკალიანი – ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დროული, საგნობრივი განხილვა გაიმართა, საზოგადოებამ იხილა გზავნილები, რომლებიც მკაფიო პასუხია, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით