„ყველაზე თბილო, ყველაზე უსაყვარლესო, უკარგესო ადამიანო სიტყვები არ მყოფნის…“ – კახეთში ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

Read Time:51 Second

ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 4 წლის ბიჭი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანში. შემთხვევა წუხელ, სოფელ ახაშნის ტრასაზე მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო, ვერცერთის გადარჩენა მოხერხდა.

გადარჩა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 7 წლისაა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

ოჯახის ახლობელი წერს, რომ ნათია უთბილესი გოგო იყო.

„ვაიმე ნათი. ეს რა გავიგე, არ მჯერა ვერ დავიჯერებ, რომ აღარ ხარ ღმერთო ეს რა უსამართლობაა. ყველაზე თბილო, ყველაზე უსაყვარლესო, უწყინარო, უკარგესო ადამიანო სიტყვები არ მყოფნის და ყველაზე ყველაზე გიჟი დედა იყავი ბავშვებს რომ ტოვებდი როცა ჩემთან მოდიოდი სულ ტელეფონზე რეკავდი სულ დაძაბული იყავი გულის ყური ბავშვებისკენ გქონდა რომ არაფერი ეტკინათ ახლა როგორ დატოვე შენი პატარა

და ასე მეუბნევოდი ვერ ვაპატიებ ჩემ თავს ბავშვებმა რომ რამე იტკინონო.
ისევ ისეთი ხალისიანი მემახსოვრები ნათი როცა პირველად მოხვედი ჩემთან წლების წინ როცა შენი ჯვრისწერა იყო. მშვიდად განისვენე შენს ოჯახთან და შენს პატარასთან ერთად. ძალიან ძალიან მენანები ვიზიარებთ ოჯახის უდიდეს ტრეგედიას“,- წერს ახლობელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
50 %
Excited
Excited
25 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
25 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სანდრო რაქვიაშვილი: ბოდიშის მოხდა და შეცდომების აღიარება სწორია – კარგი იქნება ამას „ოცნებაში“ უფრო ხშირად აკეთებდნენ
Next post მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა