ყაველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ეს ადამიანები გაყიდულები არიან, ამიტომაც ეშინიათ კანონის მიღების, იციან, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სხვადასხვა ქმედებისთვის რა თანხა აქვთ აღებული

Read Time:40 Second

„ჩვენ მხარეს არის სიმართლე და უკან არ დავიხევთ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის.

„ჩვენი ბრძოლა სამშობლოსთვის, ოჯახებისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, იდენტობისთვის და კულტურისთვის დღეს აქ გადის.

შეხედეთ ამ მავნებლებს, რას სჩადიან, რას ქადაგებენ, რას ითხოვენ და ვისი წარმომადგენლები არიან. მიუხედავად, პოლიტიკური შეხედულებებისა ქართველ ხალხს გავლებული აქვს ხაზი და დარწმუნებულები ვართ, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. და რა არის ეს საქმე? ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ადამიანები [არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები], გაყიდულები არიან, ამიტომაც ეშინიათ ამ კანონის მიღების. იციან, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება რა თანხა აქვთ აღებული სხვადასხვა ქმედებისთვის.

ჩვენ მხარეს არის სიმართლე და უკან არ დავიხევთ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ,  “არა რუსულ კანონს!” – საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის უკანა შესასვლელთან. რომელმაც საღამოს 6 საათიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ყველაზე მარტივია, NED-ის ყველა პროექტი გაასაჯაროონ, ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? – რატომ არის საჯაროობის შიში?
Next post მამუკა მდინარაძე: ფულს მოჰყვება ინტერესი, ეს ინტერესი როდესაც კარგია, მისასალმებელია, როდესაც ცუდია, პრევენცია უნდა მოახდინოს თითოეულმა სახელმწიფომ, ამ მიზნით ვმოქმედებთ ჩვენც