ღიმილის ბიჭი სანდრო გირგვლიანი დღეს 46 წლის გახდებოდა

Read Time:30 Second

დღეს, 13 თებერვალს, სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა, ის 45 წლის გახდებოდა.

2006 წლის 27 იანვარს „შარდენ-ბარში“ დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.

გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ გარდაცვლილი იპოვეს, მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სასტიკი ფიზიკური ძალადობის შედეგი იყო.

გირგვლიანის მკვლელობის საქმე უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია.  ეს საქმე ისეთივე საბედისწერო აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის, როგორც მოგვიანებით ციხის კადრები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება
Next post ბათუმში, ზღვაში აფეთქების ხმა იყო