შაბათი, მარტი 14, 2026

„ქუჩაში გამვლელები სასწრაფოს მანქანას წინ გადაუდგნენ და შეჩერება მოსთხოვეს“ – სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ქუჩაში ინფარქტი დაემართა, – ინფორმაციას Facebook-გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“სასწრაფო დახმარების თბილისის მე-10 ფილიალის 1032 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში გამვლელები სასწრაფოს მანქანას წინ გადაუდგნენ და შეჩერება მოსთხოვეს.

ექიმმა მარინა ჩხეიძემ დაუყოვნებლივ აცნობა ცენტრალურ სადისპეტჩეროს, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევააა და ბრიგადა ჩერდება.

ქუჩაში შუახნის მამაკაცი მოსახლეობას სკამზე ჰყავდა დასმული, გადმოცემის მიხედვით ის ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც მოულოდნელად გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, მანქანა გააჩერა და გამვლელებს დახმარება სთხოვა.

სამედიცნო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს შესაბამისი დახმარება. დაფიქსირდა დაბალი წნევა. პაციენტი გადაიყვანეს ფარზე და დაიწყეს კარდიოგრამის გადაღება, კარდიოგრამის გადაღების პროცესში მამაკაცმა მოულოდნელად დაკარგა გონება, არ იყო სუნთქვა და პულსი. დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რომელიც წამებში გადავიდა ფიბრილაციაში.

ექიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებეული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, პაციენტი აიყვანეს მონიტორზე, ელექტროშოკის გამოყენების შემდეგ წამოვიდა სინუსური ტაქიკარდია. პაციენტმა დაიწყო სუნთქვა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ფორს-მაჟორით გადაყვანილი იქნა კლინიკაში. კლინიკაში შესვლამდე პაციენტი სასწრაფოს მანქანაში გონზე მოვიდა.

კლინიკაში დადასტურდა ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სადაც პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისია მკურნალობა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

#გვეამაყება

ექიმი მარინე ჩხეიძე

უმცროსი ექიმი მარიამ ბობოხიძე

მძღოლი შალვა მამალაძე

#შენისიცოცხლისგადასარჩენად”, – აღნიშნულია Facebook-პოსტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – ლიბანის მთავრობამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა, საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს პარიზში მათი მასპინძლობით

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ლიბანი მზადაა ისრაელთან მოსალაპარაკებლად.როგორც მაკრონმა აღნიშნა, იგი მზადაა, მხარეებს პარიზში უმასპინძლოს.„ლიბანის მთავრობამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა. საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ამ მოლაპარაკებებს პარიზში მათი მასპინძლობით“, – აღნიშნა მაკრონმა.საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ყველა შესაძლო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ლიბანი ქაოსში არ ჩაეფლოს.„ისრაელმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებები და უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა, იპოვოს მდგრადი გადაწყვეტა და ლიბანის ხელისუფლებას მისცეს საშუალება, შეასრულოს თავისი ვალდებულებები სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.

იცოდეთ, რომ ამ წყვდიადში მარტო არ ხართ — ყოველი ჩვენგანის გული ახლა თქვენს ეზოებში, თქვენს ნანგრევებთან ფეთქავს

„ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო...ვერ გავუსწორე თვალი სიბნელეს ჩემი აივნიდან...იქ, სადაც სულ რამდენიმე საათის წინ თქვენი ფანჯრებიდან სინათლე იფრქვეოდა…ახლა მხოლოდ დაუნდობელი სიბნელეა… გული მეწურება იმის გაფიქრებაზე, რომ ერთ წამში ჩამოწოლილმა მიწამ წლების ნაშრომი თან გაიყოლა.იცოდეთ, რომ ამ წყვდიადში მარტო არ ხართ — ყოველი ჩვენგანის გული ახლა თქვენს ეზოებში, თქვენს ნანგრევებთან ფეთქავს.ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო... გაუძელით, გთხოვთ...- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოფელ კურსების მაცხოვრებელი  წერს და ვიდეოს აქვეყნებს. David NaTia Nishnianidze

დონალდ ტრამპი – აშშ-მა ხარგის კუნძულზე ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა, ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული.ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას“.მისი თქმით, კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა.„მე გადავწყვიტე, არ გამენადგურებინა კუნძულის სანავთობე ინფრასტრუქტურა, მაგრამ ირანი ან ვინმე სხვა თუ რაიმეს მოიმოქმედებს, რათა ხელი შეუშალოს გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.ტრამპი ასევე მოუწოდებს ირანს, დაყაროს იარაღი და „გადაარჩინოს ის, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა“.„და ბევრი აღარ დარჩენილა“, – წერს ტრამპი.ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობტერმინალით ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება.ცნობისთვის, სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ ირანის სამხედრო ძალები ბლოკავენ სავაჭრო გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, რამაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და ვითარებას სწავლობენ როგორც სტიქიის ზონაში, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას სწავლობენ.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება.მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას, არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე.

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მზად ვართ, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის

„ჰეზბოლა“ მზადაა, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელი გაოცებული დარჩება ბრძოლის ველზე.შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურის საძიებლად „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. შედეგად, ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ბოლო სიახლეები