ქუმსიშვილმა ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ბელარუსელი მაშველები დააჯილდოვა

Read Time:27 Second

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 10 ბელარუსელი მაშველი სხვადასხვა ხარისხის მედლებით დააჯილდოვა.

„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მადლობა გადაგვეხადა იმ ბელარუსი კოლეგებისთვის, რომლებმაც 2017 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე. დავათვალიერეთ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უნივერსიტეტი, სადაც ინტეგრირებულია სწავლების სრული კურსი, როგორც დაწყებითი ეტაპების, ასევე მართვის და სამეცნიერო ნაწილის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ თანამშრომლობის შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ბელარუს მაშველებს, იმ გმირ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ 2017 წელს ბორჯომში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავარი პროკურორი მზად არის მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეხვდეს
Next post ფონდმა ,,ქართუმ” რაგბის აკადემია ქუთაისის მერიას გადასცა