ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026

“ქუთაისში რამდენჯერ ჩავედი, სულ ამ ადამიანს ვეძებ თვალებით. ვიცოდი, რომ განსაკუთრებული იყო. აი, თურმე ვინ ყოფილა…” – ლექსო ბაბუს საოცარი ისტორია

ლექსო ბაბუს ამბავს ფეისბუქზე ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე გვაცნობს. როგორც ის წერს, საინტერესო გარეგნობის წვერიან კაცს ფოტო ქუთაისის ბაზართან გადაუღო. ფოტოხელოვანის ყურადღება მისმა ტიპაჟმა მიიქცია და მას შემდეგ აინტერესებდა, ვინ იყო და რა ისტორიის მატარებელი იყო ეს იდუმალი კაცი.  ლექსო ბაბუ აფხაზეთიდან დევნილი აღმოჩნდა…

ფოტო: ზაქარია ჭელიძის

 

“ქუთაისში რამდენჯერ ჩავედი, სულ ამ ადამიანს ვეძებ თვალებით (ეს ფოტო ადრე გადავუღე ბაზართან). ხოდა ბოლო ჩასვლაზე მოწამეთაში ვნახე.
დღეს მასზე წავიკითხე პოსტი და გამიხარდა, რადგან სულ ვიცოდი, რომ განსაკუთრებული იყო”  – წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში და ამ კეთილ კაცზე მოპოვებულ ინფორმაციას აზიარებს.

***

ლექსო ბაბუ დევნილია აფხაზეთიდან. დიდი ხანი ლტოლვილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ომიანობის დროს უამრავ ადამიანს დაეხმარა. ამბობენ, ბევრი დაჭრილი გადაარჩინა და ბევრ უპატრონო მიცვალებულს უპატრონაო.

ლექსო ბაბუ დიდი ხანია მოწყალებას ითხოვს. თანხით, რასაც აგროვებს, ლტოლვილთა დასახლებაში რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება, მათ უნაწილებს. დღისით შეგროვილი თანხით, საღამოს საკვებს ყიდულობს და ოჯახებში არიგებს. ხოლო იმ შემოწირულობებს – ცხვრებს, ქათმებს, საკვებს, სამოსს, რასაც მოწამეთას მონასტერში ჩუქნიან, წყალწითელას პანსიონატში მიაქვს და მოხუცებს და ავადმყოფებს უტოვებს.

დღის მანძილზე, ყველა უძლურებაში მყოფ ადამიანთან მიდის, ვისაც კი იცნობს და ზოგთან წამალი მიაქვს, ზოგთან პური, ზოგთან – საკვები. ისიც მითხრეს ნაცნობებმა გარემოვაჭრეებსაც ეხმარება პერიოდულადო.

ქუთაისში თბილისის ქუჩაზე ახალი ეკლესია აშენდა. ამ ეკლესიის კურთხევასა და გახსნაზე უამრავი სასულიერო პირი იყო, ბერები სხვადასხვა ეპარქიებიდან იყვნენ ჩამოსული. იქ იყო ლექსოც, თავისთვის იჯდა განცალკევებით. ერთი ბერი მანქანიდან გადმოვიდა და ლექსო დაინახა თუ არა, პირდაპირ მისკენ გაემართა. ჩამეხუტე ბიძა კაცოო, უთხრა. ლექსომ უკან დაიხია, მამაო, ბინძური ვარ, ვერ ჩაგეხუტებიო, უთქვამს. ბერმა თვალი მოავლო ირგვლივ შეკრებილ ხალხს და უთხრა, შენზე სუფთა აქ არავინაა, ლექსო ბაბუო, გადაეხვია და მაგრად ჩაიკრა გულში.

ლექსო ხორცშესხმული ანგელოზია, რომელიც ღმერთმა გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად გამოუშვა დედამიწაზე…

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ცხოვრების აზრი სიყვარულშია“ — 90 წლის მსახიობ აზა ნუცუბიძის გულწრფელი სათქმელი

90 წლის მსახიობი აზა ნუცუბიძე სიკეთეზე, სიყვარულსა და ცხოვრების მთავარ ღირებულებებზე საუბრობს. https://www.facebook.com/reel/4780228898967758 „თუ შემიძლია სიკეთის გაკეთება, უანგაროდ ვაკეთებ... ცხოვრების აზრი სიყვარულშია...“ — ამბობს მსახიობი.სიუჟეტში აზა ნუცუბიძე საკუთარ სათქმელსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებს გვიზიარებს. ინტერვიუს თან ახლავს საარქივო ფოტოები და პირადი მასალები, რომლებიც მაყურებელს მსახიობის წარსულსა და განვლილ გზას აცნობს.90 წლის ასაკშიც მისი მთავარი სათქმელი სიკეთე, გულწრფელობა და სიყვარულია — ღირებულებები, რომლებიც დროს არ ექვემდებარება.აზა ნუცუბიძის შესახებ სიუჟეტი შორენა ლაბაძემ მოამზადა.ავტორი: შორენა ლაბაძე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის მონაწილეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, რითაც ხაზი გაესვა მათი აქტიური ჩართულობის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ფესტივალში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისა და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერები და მათი აკადემიური მენტორები, რომლებმაც ფართო საზოგადოებას გააცნეს საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური მოწყობილობები, ინოვაციური პროექტები, პრაქტიკული დანიშნულების მოდელები და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რითაც წარმოაჩინეს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების მრავალფეროვნება და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო შესაძლებლობები.როგორც მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, ფესტივალი ხელს უწყობს მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავებას, ახალგაზრდებში შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას და რეგიონებში არსებული სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას. პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფესტივალში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს და წარმატებით წარმოაჩენს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ახალგაზრდა მეცნიერთა მიღწევებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს იმ სამეცნიერო მიმართულებების მრავალფეროვნებასა და კვლევით პოტენციალს, რომელიც სტუ-ში არსებობს. ამასთანავე, ფესტივალი უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი სამეცნიერო მიღწევები, წარმოადგინოს ახალი ტექნოლოგიური დამუშავებები და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.„მეცნიერების განვითარება მხოლოდ სამეცნიერო კვლევების განხორციელებას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება, სამეცნიერო მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება. მეცნიერების რეგიონული ფესტივალი სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების შრომისა და ჩართულობის დაფასება, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ მეცნიერების პოპულარიზაციას, ინოვაციური იდეების წარმოჩენასა და სამეცნიერო კულტურის განვითარებას. მადლობის სიგელები მათი ძალისხმევის აღიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის წახალისების გამოხატულებაა“, - აღნიშნა მიხეილ ჯანიკაშვილმა.სტუ-ის ცნობით, სიგელები გადაეცათ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს: რევაზ სახვაძეს, მარი თებიძეს, ქრისტინე მუსელიანს, ლია იმნაიშვილს, გვანცა ყრუაშვილს, ირმა ლაგვილავას, ნინო კარტოზიას, მარიამ ბარამიას, ანა ვარდიაშვილს, მარიამ წიკლაურს, თამარ ჯიქიას, გიორგი ფეიქრიშვილს, სანდრო სართანიას, ირაკლი ყანჩელს, ლუკა მაქსიმილიან კუპტაშვილს, სალომე გურჩიანს, ანი ჭიღლაძეს, თამარ ზურაბიანს, გიორგი ფანცულაიას, ერეკლე ტეფნაძეს, გოჩა ზედგინიძეს, ლუკა ბუთურიშვილს, ნათია ქოჩლაძეს, ეკატერინე ჭელიძეს, გიორგი მუმლაძეს, იამზე ქვარცხავას, ნათია მარგიანს, თამარ გედევანიშვილს, მაია გოგორიშვილს, ანანო მჭედლიშვილს, რეზი გურგენიძესა და გიორგი ფალავანდიშვილს.

ასეთ ადამიანებს ღმერთი ჰყავთ გულში – „მე ვიხდი!“  ჩეხეთის აეროპორტში ქართველი ქალის უანგარო საქციელმა ყველა აღაფრთოვანა -სოფო-თეო კვარაცხელია

,,ჩემი ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ, მთელი სიღრმით დამანახა, რომ საოცარი ერი ვართ — ყველაზე გამორჩეულები, თბილები და თითით საჩვენებლები!​მოგეხსენებათ, დღეს ჩეხეთიდან დავბრუნდით. აეროპორტში შემოწმების გავლისას ერთ-ერთი მოსწავლის ზურგჩანთის ზომა არ მოეწონათ და დამატებითი თანხის გადახდა მოგვთხოვეს. ჯგუფის წევრებს მხოლოდ ნაღდი ფული გვქონდა, მათ კი ქეში არ მიიღეს. თვითმფრინავში ჩასხდომა უკვე იწყებოდა — ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა სტრესსა და ფორიაქში ვიყავით, წამები წყვეტდა ყველაფერს...​და სწორედ ამ კრიტიკულ წუთას, სრულიად უცხო ადამიანი მიუახლოვდა კონსულტანტს, უსიტყვოდ გაუწოდა საბანკო ბარათი და მტკიცედ უთხრა: „მე ვიხდი!“ ( არ იყო პატარა თანხაც...)​უნდა გენახათ ჩეხი კონსულტანტის გაოცებით სავსე თვალები, როცა იკითხა: „ნამდვილად თქვენ იხდით?!“ — მისთვის ეს წარმოუდგენელი იყო, ჩვენთვის კი — ემოციების ნამდვილი ქარიშხალი და სუნთქვის შემკვრელი სიამაყე!​ამქვეყნად ბევრი ბოროტებაც მინახავს და ბევრი სიკეთეც, მაგრამ თუ რამეს შეუძლია ჩემი სულის შეძვრა და უსაზღვრო აღფრთოვანება, სწორედ ასეთი უანგარო საქციელია.წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხო ადამიანი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოგიდგება მხარში ყველაზე რთულ დროს და გაძლევს ძალას, რომ დაბრკოლება გადალახო.ასეთ ადამიანებს ღმერთი ჰყავთ გულში... და საბედნიეროდ, ისინი ჩვენს გვერდით არც ისე ცოტანი არიან!​მე გიყვებით Ekaterine Ioseliani ეკატერინე იოსელიანზე..ადამიანზე, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ!ადამიანო, მე ღმერთი მიყვარს შენში !მადლობა, ქალბატონო ეკატერინე!''-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებელი სოფო-თეო კვარაცხელია წერს.

კაცი, რომლის სახლშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა.ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს.კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.აფეთქება ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბინაში დაგროვილი გაზი მაშინ აფეთქდა, როდესაც კაცმა გამათბობლის ჩართვა სცადა.

იაგო ხვიჩია – პარტიების გაუქმების ფუნქცია აქვს ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას, ეს მიმართულია ხალხის წინააღმდეგ, წაართვას მას უფლებამოსილება, თვითონ შემოიყვანოს და გაიყვანოს პოლიტიკური...

პოლიტიკური პარტიების გაუქმება და პოლიტიკური ველიდან გაყვანა არის ფუნქცია, რომელიც აქვს ქართველ ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.ხვიჩიამ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: „რამდენად აქვს ხელისუფლებას ვალდებულებაც კი, სამართლებრივი გზით დაიცვას სისტემა, როდესაც პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება?“როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ამ კითხვაზე საპასუხოდ უნდა დავინახოთ ფუნქციები, რა ფუნქცია აქვს ქართველ ხალხს და რა ფუნქციებს უთმობს ის მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.„რაღაც ფუნქციათა ნაწილი არის, რომელიც ხალხისგან გადაცემული აქვს ხელისუფლებას და მას ევალება, ეს ფუნქცია შეასრულოს, რაღაც ფუნქციები კი ისეთია, რომელიც ხალხს უშუალოდ თვითონ რჩება. პოლიტიკური პარტიების გაუქმება და პოლიტიკური ველიდან გაყვანა არის ის ფუნქცია, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას, ან ხელისუფლებას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.მისი თქმით, პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური, თუ არსებობს სისხლის სამართლის კონკრეტული დამნაშავე, მან პასუხი უნდა აგოს ინდივიდუალურად, სისხლისსამართლებრივად და ეს არის ხელისუფლების მოვალეობა, მაგრამ პარტიების აკრძალვა, რადგან მისი წევრები ჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს, ეს მიმართულია არა ამ პარტიების, ან რომელიმე პოლიტიკოსთა წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ხალხის წინააღმდეგ, რომ ქართველ ხალხს წაართვას ერთადერთი უფლებამოსილება, თვითონ შემოიყვანოს და გაიყვანოს პოლიტიკური მოთამაშეები პოლიტიკური ველიდან.„როგორც ფუნქციონირებს ის დემოკრატიული სამყარო, სადაც საყოველთაო არჩევნების წესით ერთი ხმა უდრის ერთ ადამიანს? ეს წესები თანაბარია ყველასთვის და ხელისუფლებამ, რომელმაც დღეს 51% ან 54% აიღო, როგორც წინა არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, მას ექნება შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, 40% ვინც აიღო, მის ქმედებებში რა ტიპის ღალატი არსებობს, თან გადაწყვიტოს ისე, რომ ამ საქმეზე არ იდგეს სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ გადაწყვეტილებაც კი?! ჩვენ შეიძლება, გვაქვს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ, მაგრამ ანა წითლიძის სისხლის სამართლის დამნაშავეობის შესახებ ცნობა არ გვაქვს. ამიტომ, როდესაც ქართველ ხალხს ეუბნება „ქართული ოცნება“, მე თქვენზე ვზრუნავ, არ მინდა, თქვენ შეგაცდინოთ ვიღაცამ, თუნდაც აგენტებმა ან ვიღაცებმა, არასწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ და შემთხვევით, ჩვენ გარდა, სხვა არ მოგაყვანინოთ ხელისუფლებაში, ამიტომ მე ისინი უნდა ავკრძალოო, ეს ნაბიჯი არის გადადგმული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მათი თავისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ხვიჩიამ.შეკითხვაზე, გასათვალისწინებელია თუ არა ის, რომ საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არსებობს, იაგო ხვიჩიამ კითხვითვე უპასუხა:„რა სისტემური დანაშაული ჩაიდინა ანა წითლიძემ? მიხეილ სააკაშვილი ისედაც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში. ვისზე ვლაპარაკობთ? ბატონ მერაბიშვილს და ადეიშვილსაც არ შევუწუხებივართ, მგონი, ბოლო პერიოდის განმავლობაში. ირაკლი ფავლენიშვილი ჩემი სტუდენტი იყო მაშინ, როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და 2012 წლის არჩევნები ტარდებოდა. ახლა მე ვიღაც მეუბნება, ირაკლი ფავლენიშვილი და ანა წითლიძე უნდა ავკრძალოთ და ამით ჩვენ ქართულ დემოკრატიულ წესრიგს ვიცავთო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები