ქუთაისში, მრავალსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.
„საშინელი ტრაგედია მოხდა, ფასადის რეაბილიტაციაზე მუშაობდა კაცი და მე-3 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა”, – განუცხადა სააგენტოს თვითმხილველმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

