ქუთაისის მერია თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის 444 996 ლარს დახარჯავს

Read Time:42 Second

თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია 444 996 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ 1tv წერს.

სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების წარდგენა დაინტერესებულ კომპანიებს 26 მარტიდან 3 აპილამდე შეეძლებათ.

პროექტი ხიდის სავალი ნაწილის შეცვლისა და ლითონის კონსტრუქციის გამაგრების გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე გრანიტის ფილებით მოპირკეთების სამუშაოების შესრულებასაც გულისხმობს. ხიდის სავალ ნაწილზე მინის კონსტრუქციის ქვემოთ თეთრი ქვების იმიტირებული დეკორატიული ფორმები განთავსდება.

„ხიდი არის საფეხმავლო და მასზე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებებისას გარდა ვიზუალური დატვირთვისა იმიტირებული თეთრი ქვების მოცულობები შეასრულებს ჩამოსაჯდომის ფუნქციას. ქვების ირგვლივ არსებული მინის იატაკი კი საუალებას მოგვცემს, დავათვალიეროთ საფარის ქვემოთ არსებული სივრცე“, – განუცხადა პირველ არხს ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამასახურის უფროსმა ზაზა ჩხიკვაძემ.

პროექტის ვატორები არქიტეტორი გია ხუჯაძე და დიზაინერი თემურ ფხაკაძე არიან.

სამუშაოები მაისის თვეში დაიწყება და 3 თვეში უნდა დასრულდეს.

თეთრი ხიდი 1852 წელს აშენდა. მე- 20 საუკუნის ბოლოს კი მასზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა და ხიდით სარგებლობა მხოლოდ ფეხით მოსარულეებს შეუძლიათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტელეფონის უცნობი ფუნქციები, რომლითაც მომხმარებლის თვალთვალი შეიძლება
Next post ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს